10 საინტერესო ფაქტი ქართველ ფანტასტ ნატო დავითაშვილზე
ფოტო: გადაცემა ბიბლიოთეკა / აჭარის ტელევიზია
თანამედროვე სამყაროში ფენტეზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიტერატურული ჟანრია. მიუხედავად იმისა, რომ ჟანრის კლასიკად მიჩნეული ტექსტების ნაწილი გასულ საუკუნეში შეიქმნა, ფანტასტმა მწერლებმა მკითხველთა ფართო წრის გულები მხოლოდ 21-ე საუკუნეში მოიგეს.
ყველაზე ცნობილი ქართველი ფანტასტი ნატო დავითაშვილია. მწერლის შექმნილი იროელთა ქრონიკები, რომელიც ქართულ მითოლოგიას ეფუძნება, ჯამში შვიდ წიგნს მოიცავს და ყველა ასაკის მკითხველისთვისაა განკუთვნილი. ავტორმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოში ჟანრული პროზის განვითარებაშიც.
საინტერესოა ისიც, რომ...
1. მწერალს ტექნიკური განათლება აქვს მიღებული
მომავალმა მწერალმა ტექნიკური განათლება მიიღო და 1980-იანი წლების მიწურულს მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით დაიწყო — პროგრამისტ-ინჟინრად. მოგვიანებით, მან საქმიანობა უკვე საგამომცემლო სფეროში განაგრძო.
2. ავტორმა სადებიუტო რომანი ფსევდონიმით გამოსცა
მწერლის პირველი წიგნი, ამბავი ლილე იროელისა, 2007 წელს დაბეჭდა სულაკაურის გამომცემლობამ. რომანი ჯორჯი ვაშატელის ფსევდონიმით გამოიცა. როგორც დავითაშვილი იხსენებს, ამის ინიციატორი თავად გამომცემელი იყო, რადგან იმ პერიოდისთვის ფენტეზი ქართველი მკითხველისთვის უცხო ჟანრს წარმოადგენდა, წიგნისადმი ინტერესის გასაზრდელად კი ნამდვილ სახელს ფსევდონიმი ამჯობინეს.
3. მწერალმა ამბავი ლილე იროელისა თავისი შვილისთვის დაწერა
რუკა იროელთა ქრონიკებისთვის
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
"დავწერე ის, რაც მოვისაკლისე", — ასე ხსნის მწერალი თავის გადაწყვეტილებას, დაეწერა ფენტეზის ჟანრში. ნიშანდობლივია ის, რომ დავითაშვილის სადებიუტო წიგნის გამოცემისას ფანტასტი მწერლების ტექსტებს მკითხველთა ნაწილი არასერიოზულად უყურებდა. თუმცა, ავტორს მიზანი ჰქონდა დასახული და ეს მიზანი თავისი შვილისთვის წიგნის დაწერა იყო — სურდა, მას ქართულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ფენტეზი რომანი წაეკითხა.
4. დავითაშვილი პირველ წიგნს სამი წელი წერდა
მას შემდეგ, რაც ფენტეზი რომანის დაწერა მწერალმა საბოლოოდ გადაწყვიტა, მითოლოგიით უფრო მეტად დაინტერესდა და კვლევას შეუდგა. დავითაშვილის თქმით, ამბავი ლილე იროელისა სამი წლის განმავლობაში იწერებოდა, თუმცა, აქედან ორი წელი კვლევას და მითოლოგიის შესწავლას დაუთმო, რადგან ავტორის მიზანი იყო, წიგნში მითოლოგიური დეტალები მაქსიმალურად ზუსტად გადმოცემულიყო. მწერლის თქმით, ერთი გვერდის დასაწერად ხანდახან ორი-სამი წიგნის წაკითხვაც სჭირდებოდა; გარდა ამისა, რთული იყო საჭირო იშვიათი გამოცემების შოვნაც.
5. მწერლის წიგნი ერთხელ კაცი ავტორის დაწერილი ეგონათ
დავითაშვილი იხსენებს, რომ როდესაც იროელთა ქრონიკების მეორე წიგნი — როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან — საბავშვო ლიტერატურულ პრემია ოქროს ბუმბულზე წარადგინა, ჟიურის ხელმძღვანელს ეგონა, რომ ტექსტის ავტორი კაცი იქნებოდა. როგორც თავად ავტორი ხსნის, ამის მიზეზი ისაა, რომ ნაწარმოებში ეპიკური ბრძოლის სცენები გაშლილია, რომანტიკულ ხაზს კი გვერდი აქვს ავლილი.
6. ავტორის შემოქმედებით პროცესში პატარა მკითხველებიც ჩარეულან
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
იროელთა ქრონიკებში ერთ-ერთი გმირი, რომელსაც მკითხველები ყველაზე მეტად გულშემატკივრობდნენ, კაისაა. ნატო იხსენებს, რომ პირველ წიგნში იგი უნდა დაღუპულიყო, თუმცა, ჯერ კიდევ წერის პროცესში ტექსტი მისმა დისშვილმა წაიკითხა და უთხრა, "კაისას მოკლავ და ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდებაო". საბოლოოდ, გაფრთხილებისამებრ, კაისა არ მომკვდარა, თუმცა, დაიძინა. გაიღვიძა თუ არა პერსონაჟმა, ეს მკითხველებმა უკვე აიას გზაში შეიტყვეს.
7. საბავშვო ზღაპარი პატარა დინოზავრ დინდინელაზე გასულ საუკუნეში დაიწერა
მართალია, ავტორის პირველი რომანი ახალ ათასწლეულში გამოიცა, თუმცა, წერა დავითაშვილმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში სცადა და ბავშვებისთვის ზღაპარი დაწერა — პატარა დინოზავრი დინდინელა. მწერალი იხსენებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომის პერიოდში შინ ერთი კვირით გამოიკეტა და ზღაპარს წერდა. თუმცა, ამბის იდეა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაებადა. დინდინელაზეც კი თურმე დავითაშვილის არაერთი გამომცემელიც გაზრდილა.
8. მწერალმა კალამი საი-ფაიშიც მოსინჯა
იროელთა ქრონიკების რამდენიმე წიგნის გამოცემის შემდეგ, ნატო დავითაშვილმა სამეცნიერო ფანტასტიკის შექმნა გადაწყვიტა და ამ ჟანრში დაწერილ რამდენიმე მოთხრობას კრებულში დაბრუნება — ადამიანები და სხვები მოუყარა თავი. ამის შემდეგ, ავტორმა უკვე თავისი ორი საყვარელი ჟანრი — ფენტეზი და საი-ფაი — გააერთიანა და სამეცნიერო ფენტეზის ჟანრის ექსპერიმენტული რომანი, ორსის ორდენის სამხეცე, გამოსცა.
9. ავტორი ეწევა პედაგოგიური საქმიანობასაც
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
დავითაშვილი ლექციებს წინათ თავისი თავდაპირველი სპეციალობის შემსწავლელ სტუდენტებსაც უკითხავდა. თუმცა, წლების განმავლობაში შესწავლილმა საკითხებმა, როგორც მითოლოგიის, ასევე შემოქმედებითი წერის სფეროში, პედაგოგიური საქმიანობის სხვა მიმართულებით გაგრძელებისკენ უბიძგა. ამჟამად ავტორი, წერის გარდა, სკოლის მოსწავლეებსაც ასწავლის მითოლოგიას.
10. მწერლის შემოქმედება არაერთი ჯილდოთი აღინიშნა
იმის მიუხედავად, რომ ფენტეზი საქართველოში მაინცდამაინც დაფასებული ჟანრი ჯერ კიდევ არ არის, დავითაშვილი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ნომინანტი და ლაურეატია. რომანისთვის როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან ნატომ ოქროს ბუმბულის ჯილდო მოიპოვა. მწერალი ასევე გახდა პრემია გალას ჯერ ნომინანტი, მოგვიანებით კი, გამარჯვებული. დავითაშვილი იყო კონკურს ლიტერას ნომინანტიც. მისი საი-ფაი კრებული, დაბრუნება, 2019 წელს ლიტერატურული პრემია საბას მოკლე სიაშიც აღმოჩნდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა

კომენტარები