ვოლოდიმირ ზელენსკი

5 Jul. 2022, 01:06

უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტებისგან ათასზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს და ყოველ კვირას ახალი ემატება. ახლა, მაგალითად, ქვეყნის სამხრეთით. ყველა მათგანმა ფართომასშტაბიანი ნგრევა განიცადა, რაც კოლოსალური რაოდენობის სახსრების საჭიროებას ნიშნავს — ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის, სამედიცინო და სოციალური მომსახურების, ნორმალური ეკონომიკური ცხოვრების დაბრუნებისთვის.

მხოლოდ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ათი ათასობით განადგურებული სახლია. ჩვენ ასევე გვჭირდება, რომ სკოლები და უნივერსიტეტები მოვამზადოთ ახალი აკადემიური წლისთვის, მაგრამ ახალ პირობებში, მუდმივ საფრთხეში, კერძოდ, სარაკეტო თავდასხმების საფრთხის ფონზე. უკვე უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ენერგეტიკული თვალსაზრისით ეს ზამთარი მშვიდად გადავიტანოთ, რუსეთისგან მომდინარე ყოველდღიური საფრთხეების მიუხედავად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…