ირაკლი კობახიძე

6 Jul. 2022, 14:41

რაც შეეხება პარტიის აკრძალვას, ეს არის მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა, პოლიტიკოსებს ამაზე განცხადების გაკეთების უფლებაც კი არ აქვთ, იმიტომ, რომ ეს იქნება გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე. 

შეიძლება ისინი ამბობენ, რომ უნდათ პრორუსული ბაზა დამატებით კიდევ ერთ ქართულ რეგიონში, მაგრამ მეორე მხარეს არის ნაცმოძრაობა, რომელმაც ამას ხორცი შეასხა. ბაზები არ იყო საქართველოში და ორი ბაზა ჩაგვიყენა, ერთი აგერ 40 კილომეტრში და მეორე აფხაზეთში და რომ ადარებთ ერთმანეთს აქეთ ალტ-ინფოს და იქეთ ნაცმოძრაობას, ისინი რაღაც აბსტრაქციებზე საუბრობენ და ნაცმოძრაობამ ეს ფაქტად აქცია. ნაცმოძრაობამ შემოიყვანა რუსული ბაზა საქართველოში და ჩაგვიყენა ორი რუსული ბაზა ამ ქვეყანაში. 

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. გუშინ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი ალტ-ინფოს პარტიის ასაკრძალად. იმავე დღეს პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ომბუდსმენის ინიციატივას გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც, შესაძლოა, საჭირო გახდეს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…