პროექტის 500 ქალი ტექნოლოგიებში ფარგლებში თიბისი კარიერულ ბუთქემფში ჩაერთო
თიბისის ინიციატივით, 30 ივნისს პროექტის 500 ქალი ტექნოლოგიებში მონაწილეებისთვის კარიერული ბუთქემფი ჩატარდა. შეხვედრას თიბისის IT აკადემიის კოორდინატორი, ზურაბ პერტაია და IT ტალანტების მართვის მენეჯერი, ირინე მაჭავარიანი, უძღვებოდნენ. შეხვედრაზე მათ პროექტის მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია თიბისიში დასაქმებაზე, შიდა პროცედურებზე და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე. მათ ასევე განიხილეს IT აკადემიის პროგრამები, კურსებზე მიღების წინაპირობები, დასაქმების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.
პროექტი 500 ქალი ტექნოლოგიებში 2022 წლის თებერვლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, თიბისისთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო. პროექტის დახმარებით გოგოები და ქალები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გადიან გადამზადებას ყველაზე მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად და კონკურენტულ სპეციალობებში როგორებიცაა: Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება და სხვა. მონაწილეები ასევე გადიან ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს. გარდა ამისა, პროექტი მონაწილეებს ინდივიდუალურ მენტორებთან მუშაობასაც სთავაზობს, რაც ქალებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კარიერული ბუთქემფი მონაწილეებს ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს პოვნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში ეხმარება. ბუთქემფს პროექტის 35 მონაწილე ესწრებოდა. როგორც ზურაბ პერტაია აღნიშნავს, საათნახევრიანი შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და მონაწილეებმა თიბისის, როგორც დამსაქმებლისა და ტექნოლოგიური კომპანიის შესახებ არაერთი საკითხი მიმოიხილეს.
გარდა კარიერული ბუთქემფისა, თიბისიმ და პროექტის სხვა პარტნიორმა კომპანიებმა მიმართულებების მიხედვით, ბენეფიციარებისთვის მოამზადეს ტექ დავალებები, რომლის შესასრულებლად ბენეფიციარებს 4 კვირა ჰქონდათ.
500 ქალი ტექნოლოგიებში სამ ეტაპად, 2023 წლის აპრილამდე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, თიბისისა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის შედეგადაც თიბისი პროგრამის გამორჩეულ მონაწილეებს თიბისის IT აკადემიაში გადაამზადებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თიბისი კურსდამთავრებულებს დაასაქმებს და მათ შემდგომ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისიში. ეს საგანმანათლებლო პლატფორმა კომპანიამ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. 2019 წლიდან დღემდე, თიბისი IT აკადემიაში უკვე 640-მა ახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი, 220 წარმატებული სტუდენტი კი თიბისიშიც დასაქმდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები