ყაველაშვილმა დეგნანს მისწერა და ეკითხება, რატომ არ ემიჯნება "პროვოკაციებს"
ქართული ოცნებიდან წასული წევრი აცხადებს, რომ FSB-ს სახელმძღვანელოს შესახებ კელი დეგნანის კომენტარს დაეთანხმებოდა, რომ არა იმ ადამიანების წარსული და კავშირები, რომლებიც საქართველოში "ომის იდეის გაღვივებასა და რეალიზებას ცდილობენ".
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარტიიდან წასვლის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილი დიმიტრი ხუნდაძესა და სოზარ სუბართან ერთად აქტიურად აქვეყნებს ვრცელ განცხადებებს.
- ისინი საუბრობენ ანტიდასავლური ნარატივით, ამტკიცებენ, რომ "დიდ ძალებს" საქართველოში რევოლუციისა და ომის სცენარი აქვთ შემუშავებული;
- დეპუტატები იმეორებენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება "არაფრისმომცემია" და მას საქართველოს "ომში ჩართვის" გარეშე არც 6 თვეში მიანიჭებენ.
დეტალები: ყაველაშვილმა ჩამოთვალა ის ადამიანები, რომლებსაც მმართველი პარტიის წევრებიც არაერთხელ დასხმიან თავს.
- მისი თქმით, ასეთ დროს კელი დეგნანი რომ ამ ადამიანებს არ ემიჯნება, "ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ საქართველოს პროამერიკულ" საზოგადოებას სწორედ ისინი ალაპარაკებენ;
- "ამიტომ, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ".
უკრაინის "პროამერიკელები": ყაველაშვილი ამტკიცებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევის გათვლა "მარტივი იყო".
- მისი თქმით, "მაშინ პოპულარობის ზენიტში" მყოფი ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევას "მღელვარება და რევოლუციური მუხტის" შექმნა უნდა გამოეწვია, თუმცა "გეგმა ჩავარდა";
- "სამწუხაროა, რომ თქვენ არც "პროამერიკელი" ზელენსკის ამ ყოვლად გაუგებარ გადაწყვეტილებას გაემიჯნეთ, რომელიც, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ომში საქართველოს არჩართვით გამოწვეული უკმაყოფილების გამოხატულება იყო".
- დეპუტატი აგრძელებს ქართული ოცნების მესიჯბოქსს უკრაინის სხვა ლიდერებთან დაკავშირებითაც და სამწუხაროს უწოდებს, რომ ელჩის კომენტარი არც ამ განცხადებებზე მოუსმენია.
ქართველი "პროამერიკელები": აქ ყაველაშვილი თავს ესხმის ეკა გიგაურს, საუბრობს ნინო ლომჯარიაზეც და აღნიშნავს, რომ ის ომბუდსმენი საელჩოს აქტიური მხარდაჭერის შედეგად გახდა;
- "როდესაც ლომჯარია სანქციებზე არმიერთებას ბომბებისგან მიღებულ ცეცხლს ამჯობინებს, ქართველი ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ თქვენი პრიორიტეტიც ზუსტად ეს არის";
მთავრობის გადადგომის მოთხოვნა: ყაველაშვილის ამბობს, რომ მისთვის "გაუგებარია", რატომ არ ემიჯნება კელი დეგნანი იმ ადამიანების მოთხოვნებს, რომლებიც "ბაკურიანის სცენარით" ხელისუფლების გადატრიალებაზე ფიქრობს.
- "როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ";
- "უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია".
კანდიდატის სტატუსი: მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ამტკიცებს, რომ სტატუსთან "არავითარი მატერიალური პრივილეგიები" არ არის მიბმული და შესაბამისად, არმიღებით საქართველო "არაფერს კარგავს".
- მეტიც, ის ამბობს, რომ თუ სტატუსს მივიღებთ, "პრაქტიკულად ხელში არაფერი გვრჩება", ხოლო თუ სტატუსს ვერ მივიღებთ — ქვეყანას "რევოლუციით კიდევ ერთხელ დაემუქრებიან".
- "ასეთ დროს, ფორსირებას მხოლოდ ერთი მიზანი, რევოლუციური ფონის ხელოვნურად შექმნა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, ფორსირების კამპანიაში თქვენც აქტიურად ჩაერთეთ, რამაც საზოგადოებას დამატებითი კითხვები შეიძლება გაუჩინოს".
საბოლოოდ ყაველაშვილი კიდევ ერთხელ ავითარებს ანტიდასავლურ ნარატივებს. მისი თქმით, კითხვებზე პასუხების მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში ამერიკის "იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს".
- "ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში ომის პარტიის მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში "ამერიკულმა იდეამ" სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს;
- "ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები