უსინათლოთა კავშირის წევრები პროტესტის ნიშნად შიმშილობენ — რა ხდება
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
საქართველოს უსინათლოთა კავშირის 12 თანამშრომელი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას აპროტესტებს. სამი მათგანი უკვე მეათე დღეა შიმშილობს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: სახალხო დამცველის განცხადებით, უსინათლოთა კავშირის მხრიდან იკვეთება კონსტიტუციითა და შრომის კანონმდებლობით გარანტირებული შრომითი უფლებების დარღვევის ნიშნები.
- შიმშილობა პროტესტის უკიდურესი ფორმაა და ამ ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველია.
დეტალები: თორმეტივე პირმა დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენის მიზნით, უკვე მიმართა საქალაქო სასამართლოს და სარჩელი წარმოებაში მიღებულია.
- დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე, 9 აპრილის მოვლენების სიმბოლო, ლელა ვეფხვაძე შეუძლოდ გახდა.
- "უსამართლოდ გათავისუფლებულები ვართ, გვინდა სამართლიანობის აღდგენა. მგონი ამაში მიუღებელი არაფერი არ უნდა იყოს. აქ მარტო ხელფასი არაა. უსინათლო ადამიანისთვის რეალიზება იმისი, რისი უნარიც აქვს არის ძალიან ძნელი. ჩვენ აქ ჩვენი ნიჭის, ჩვენი შესაძლებლობის რეალიზებას ვახდენდით და ესეც მოგვისპეს", — ამბობს ლელა ვეფხვაძე.
სახალხო დამცველის თქმით, მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლებელია საკითხი ურთიერთშეთანხმების გზით გადაწყდეს.
- ომბუდსმენი მიმართავს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარესა და გამგეობის წევრებს, პოზიციების კონსტრუქციული შეჯერებისა და რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ურთიერთმოლაპარაკებით მიაღწიონ შეთანხმებას შრომითი უფლებების აღდგენის თაობაზე.
- ის იმედოვნებს, რომ უფლებამოსილი პირები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას, საკითხის სენსიტიურობას და უმოკლეს დროში მიიღებენ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს გათავისუფლებული პირების უფლებების დროულად აღდგენასა და უსინათლოთა კავშირის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში გაგრძელებას.
უსინათლოთა კავშირის თქმით, თანამშრომლები "შრომითი დისციპლინის დარღვევისთვის" გაათავისუფლეს.
- როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მათ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნება შესთავაზეს, თუმცა ისინი დაბრუნებისთვის კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.
- მათი განცხადებით, 12 თანამშრომლიდან ერთ-ერთმა უკვე განაახლა მუშაობა.
- უსინათლოთა კავშირი ეხმაურება სახალო დამცველის განცხადებასაც და ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი "ზერელე" ინფორმაციას ავრცელებს.
- ორგანიზაცია მოუწოდებს სახალხო დამცველს, რომ სანამ მათ მიმართ კომენტარს გააკეთებს, "ყოველი სიტყვა ათასგზის აწონოს".
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები