დიმიტრი ხუნდაძე

9 Jul. 2022, 12:13

მე ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი. არა მგონია, დემოკრატიის პრინციპებში სადმე ამას ვკითხულობდეთ და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. მე უკვე განვაცხადე, რომ ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევრო-ატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის.

დეპუტატის მიერ გაგზავნილი კითხვები იყო ლეგიტიმური და რეალური. ეს კითხვები აწუხებს დღეს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. ამ კითხვებს გვისვამენ პოლიტიკოსებს და ჩვენ გვჭირდება პასუხები იმისათვის, რომ ხალხს ვესაუბროთ. როდესაც პასუხებს თავს არიდებთ ან ზოგადად, როდესაც პასუხები არ გაქვთ, გადადიხართ შეურაცხყოფაზე. და თუკი ეს დუმილი ან იგნორი, მითუმეტეს შეურაცხყოფა დიპლომატისგან ხდება, მაშინ იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…