მსოფლიო ბესტსელერი It Ends with Us ქართულად გამოიცემა
ფოტო: Glamour / Atria Books
ამერიკელი მწერლის, კოლინ ჰუვერის, მსოფლიო ბესტსელერად ქცეული რომანი It Ends with Us ქართულად ითარგმნა. წიგნს მალე გამომცემლობა პალიტრა L გამოსცემს, მისი მთარგმნელი კი ნათია ჩუბინიძეა.
2016 წელს გამოცემული სასიყვარულო რომანი ოცზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა მსოფლიოში გაყიდული. წიგნი განსაკუთრებით პოპულარული გასულ წელს გახდა, როცა ტიკტოკის პლატფორმაზე წიგნის მოყვარულების ყურადღება მიიქცია. ნაწარმოების სათაურის ჰეშტეგით შექმნილ ვიდეოებს ტიკტოკზე ამჟამად ჯამში 946 მილიონზე მეტი ნახვა აქვთ.
აღსანიშნავია, რომ თავად ავტორის თქმით, თავისი წიგნებიდან It Ends with Us ყველაზე რთულად დასაწერი ნაწარმოები იყო, რადგან სიუჟეტი მისი მშობლების ურთიერთობას ეფუძნება.
ნაწარმოებში მოქმედება ახალგაზრდა ლილი ბლუმის გარშემო ვითარდება, რომელიც საცხოვრებლად ბოსტონში გადადის და საკუთარ მცირე ბიზნესს იწყებს. ლილის გრძნობები უჩნდება ნეიროქირურგ რაილ კინქეიდის მიმართ, რომელიც თავდაპირველად სერიოზულ ურთიერთობას გაურბის. ამ ურთიერთობაში კი წინააღმდეგობას არა მხოლოდ რაილის დამოკიდებულებები, არამედ ლილის წარსული გამოცდილებებიც ქმნიან.
ფოტო: Sakuranko.com
It Ends with Us-მა 2016 წელს მკითხველების ყველაზე დიდი პლატფორმის, Goodreads-ის ჯილდო დაიმსახურა წლის საუკეთესო სასიყვარულო რომანის კატეგორიაში. ფინალურ ტურში ნაწარმოებს მხარი 60 ათასამდე მკითხველმა დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ ტიკტოკზე გაპოპულარების შემდეგ, ჰუვერის რომანი The New York Times-ის ბესტსელერების სიის სათავეშიც აღმოჩნდა. საინტერესოა ისიც, რომ თავად მწერალი ამავე სიის საუკეთესო ხუთეულში სამი წიგნითაა წარმოდგენილი.
სხვათა შორის, It Ends with Us-ის ისტორია მალე მეორე წიგნით გაგრძელდება. რომანი It Starts with Us წლევანდელი წლის ოქტომბერში გამოიცემა.
მიმდინარეობს მუშაობა ნაწარმოების ეკრანიზაციაზეც. ამ დროისთვის ფილმის სცენარის თავდაპირველი ვარიანტი უკვე დასრულებულია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები