ომბუდსმენი: საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია
უჩა ნანუაშვილის თქმით, ასევე მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში და ის ყოველ 100 ათასზე 36-ს შეადგენს.
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / on.ge
1-ელ მარტს უჩა ნანუაშვილმა სახალხო დამცველის ოფისში პრეზენტაცია გამართა და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკასა და მისი პრევენციის გზებზე ისაუბრა.
ომბუდსმენის თქმით, წინა წლებთან შედარებით 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა შემცირების მასშტაბები არ არის დამაკმაყოფილებელი საერთო ევროპულ მაჩვენებელთან მიმართებაში:
"2015 წელს 0-დან 5 წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვთა სიკვდილიანობის საერთაშორისო ჯგუფის მონაცემებით, განვითარებულ ქვეყნებში ყოველ 1000 ცოცხალ ახალშობილზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 ბავშვს შეადგენს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 12-ს აღწევს".
უჩა ნანუაშვილის თქმით, ასევე მაღალია მშობიარე დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საქართველოში და ის ყოველ 100 ათასზე 36-ს შეადგენს.
სახალხო დამცველმა ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზები დაასახელა:
- სამედიცინო სერვისების გაუმართაობა;
- ნეონატოლოგების სიმცირე;
- ორსულთა პატრონაჟის არაადეკვატური სისტემა;
- სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია;
- მშობელთა ცნობიერების დაბალი დონე.
უჩა ნანუაშვილმა საქართველოს რეგიონებში არსებულ ისეთ ხარვეზებზე გააკეთა აქცენტი, როგორიცაა უხარისხო და დაგვიანებული მომსახურება:
"2013 წელს გაეროს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ თბილისის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების ალბათობა 1,4-ჯერ უფრო მაღალია დედაქალაქთან შედარებით".
სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ზოგადი რეკომენდაციებით საქართველოს მთავრობას უკვე მიმართა. წინადადების მომზადებისას მათ ევროპის 10 ქვეყნის პოლიტიკა და კანონმდებლობა შეისწავლეს.
ეს რეკომენდაციებია:
- ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებების ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ოჯახისთვის;
- სისტემის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესება;
- დაწესებულებების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვა;
- ვერტმფრენის გამოყოფა მაღალმთიანი რეგიონებისთვის;
- პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;
- ორსულთა პატრონაჟის სისტემის განხორციელება;
- ჩვილი ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
- ერთიანი რეგულაციის შემუშავება კერძო და საჯარო სამედიცინო ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით;
- ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, სადაც პაციენტის სამედიცინო ისტორია დამუშავდება და შეინახება.
გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის (CRC) რეკომენდაციაში საუბარია დღენაკლული ბავშვების დაბადების შემაშფოთებლად მაღალ მაჩვენებელზე. კომიტეტი საქართველოს მუცლად მყოფი და დღენაკლული ბავშვების ჯანმრთელობის უფლებების დაცვისაკენ მოუწოდებს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები