ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

15 Jul. 2022, 19:03

ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოში მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერად და საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით იყო და არის არსებითი და შეუცვლელი. ქართველი ხალხი ხედავს და აფასებს შეერთებული შტატების ეგზისტენციურ როლს ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ რეალობაში, საქართველოსთვის შეერთებული შტატების როლის არათუ არასწორი კუთხით წარმოჩენა, არამედ, ამ როლში ბუნდოვანების შემოტანაც კი, არის ფუნდამენტურად ანტიქართული, ანტიეროვნული და ანტიდასავლური მოვლენა, რომლითაც მხოლოდ საქართველოს მტრები ხეირობენ.

სამწუხაროდ, საქართელოს სახელმწიფოს სამივე ფორმალური სახელისუფლებო შტოდან, უკვე ღიად გვესმის ანტიამერიკული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში კლანურ მმართველობას, რომელიც ემსახურება ერთ რუს ოლიგარქს და არა ქართველი ხალხის ინტერესს. ამიტომ, როგორც ევროკავშირის რეკომენდაციებშია ნათქვამი, საქართველოს ევროპული და მშვიდობიანი მომავლისთვის აუცილებელია დეოლიგარქიზაცია. რუსული ოლიგარქიული რეჟიმი თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამით თავს ესხმის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რუსული ოლიგარქიული რეჟიმი ამას ზუსტად იმ ე.წ. არგუმენტებით აკეთებს, რა "არგუმენტებიც" აქვს რუსეთს დასავლური სამყაროს წინააღმდეგ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…