იმერეთში ტენდერებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია იგებს — TI
ფოტო: On.ge
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია, შპს ბორანი იგებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: TI-ის ცნობით, ამ ფირმამ 2013 წლიდან 2022 წლის 12 ივლისამდე სახელმწიფოსგან 34 970 860 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო.
- ორგანიზაციის შეფასებით, ბორანის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.
- TI სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, შეისწავლოს თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
დეტალები: TI-ის კვლევაში წერია, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულია შპს ბორანის მოქმედი დირექტორის, ბექა არაბიძის დედა, ნინო ჩხიკვაძე, რომელიც წარსულში კომპანიის 22% წილს ფლობდა — ამჟამად იგი თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს.
- ნინო ჩხიკვაძემ 2022 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ 2021 წელს მან, როგორც წარსულში ბორანის მეწილემ, ასევე მისმა შვილმა და ქმარმა საწარმოდან ჯამში 156 893 ლარის შემოსავალი მიიღეს.
- TI-ის მიხედვით, დღეს კომპანიის 66% წილს ნინო ჩხიკვაძის დედა, თამარ ღარიბაშვილი ფლობს.
- ანგარიშში წერია, რომ ეს წილი გარდაცვალებამდე ეკუთვნოდა მის მეუღლეს, ამირან ჩხიკვაძეს — 2017 და 2020 წლებში ამირან ჩხიკვაძემ ქართულ ოცნებას ჯამში 60 000 ლარი შესწირა.
- "ამავე პერიოდში ქართულ ოცნებას, ჯამში 30 000 ლარი შესწირეს შპს ბორანის 10 და 16%-იანი წილების მფლობელებმა გიორგი აბულაძემ და მელანო უკლებამ" — ნათქვამია კვლევაში.
რიცხვებში: ანგარიშის მიხედვით, შპს ბორანი აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში — 2013 წლიდან დღემდე მან 52 ტენდერი მოიგო, მათ შორის 26 — უკონკურენტოდ, 8 კი — მეტოქეთა დისკვალიფიკაციის ხარჯზე.
- "ამავე პერიოდში მიიღო 8 გამარტივებული შესყიდვაც, ხელშეკრულებათა ჯამურმა ღირებულებამ კი 2 010 487 ლარი შეადგინა".
არქივიდან: სახელმწიფო შესყიდვებში შპს ბორანის ჩართულობაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა —საქართველო 2021 წელსაც წერდა კვლევაში, რომელიც პანდემიის დროს სამშენებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ დადებული გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს ეხებოდა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები