ნინო წილოსანი არ პასუხობს კითხვას, იყო თუ არა კობახიძის ფრაზები დისკრიმინაციული და სექსისტური
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ქართული ოცნების დეპუტატმა On.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ პოზიცია ფეისბუქგვერდზე დააფიქსირა. პოსტი ვნახეთ, თუმცა იქ წილოსანი არა კობახიძის საქციელს, არამედ ჟურნალისტის კითხვას აკრიტიკებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: წილოსანი გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარეა.
- სწორედ ამიტომ იყო საინტერესო მისი პოზიცია მისივე პარტიის თავმჯდომარის გამოყენებულ დისკრიმინაციულ ლექსიკაზე.
დეტალები: On.ge-მ წილოსანს ჰკითხა, როგორც საბჭოს წევრი გამოეხმაურებოდა თუ არა ამ ამბავს და მიაჩნდა თუ არა, რომ ეს იყო სექსისტური ენა.
- მან ფეისბუქგვერდზე გადაგვამისამართა, სადაც ეს ტექსტი დაგვხვდა: "როცა ყველანაირ წითელ ხაზს ლახავენ და შენთვის ყველაზე ძვირფასს, შენს მშობელს, შეურაცხყოფას აყენებენ და მოღალატეობას აბრალებენ, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის — ჩვენს ოჯახებს თავი დაანებეთ!!"
- On.ge-მ განუმარტა დეპუტატს, რომ პოსტში კობახიძის საქციელის შეფასება არ ჩანდა და გაუმეორა, რომ მისი, როგორც საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია აინტერესებდა სექსისტური ენის გამოყენებაზე.
- პასუხად წილოსანმა გვითხრა —"მგონი, გასაგებად მოგწერეთ ჩემი პოზიცია" — და დამატებით კითხვაზე აღარ გვიპასუხა.
კობახიძე გუშინ მთავარი არხის ჟურნალისტს თავს დაესხა — მმართველი პარტიის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენელს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და მისი დამცირება ზიზღის ენით სცადა.
- მან ჟურნალისტს უთხრა, რომ "პირი მოიწმინდოს", რადგან ყველაფრით დაემსგავსა "ბელადს", რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იგულისხმა.
- ასევე, გამოიყენა სექსისტური ენა და თქვა: "ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე".
- მისი გამართლების მცდელობისას ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა მდინარაძემაც, შემდეგ კი ორივემ ეს რიტორიკა ფეისბუქზე გააგრძელა.
- ტრადიციულად, ქართული ოცნების სხვა წევრებმაც გაკრიტიკების ნაცვლად, დაიცვეს კობახიძე და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს მთავარი არხის ჟურნალისტზე ხელისუფლების აგრესიას და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის ხელმძღვანელების მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.
- ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კატეგორიულად დაგმო "კობახიძის უკადრისი საქციელი". მისი თქმით, ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ქვეყანას, კულტურას, ტრადიციებს და ზრდილობას.
- "ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად — ზრდილობა!" ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!"
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები