სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია!
ფოტო: USAID
გასული 9 კვირის განმავლობაში, გიამბეთ USAID-ის ინიციატივით განხორციელებული კამპანიის შესახებ — სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია, მთავარი გზავნილით #ისწავლერომშეცვალო. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ განხორციელებული აქტივობები:
რუსთავის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის 20 სკოლის ტერიტორიაზე გამოჩნდა სტენსილები სამოქალაქო განათლების შესახებ გზავნილებით:
- სამოქალაქო განათლება მნიშვნელოვანია;
- კედელზე ჩხაპნით კვალს ვერ დატოვებ;
- აზრები თამამად გამოხატე, სხვისას — პატივი ეცი;
- ჩართულობა დემოკრატიის შენარჩუნების მთავარი გზაა;
- არ გაჩუმდე უსამართლობისას;
- Ჩაგვრა სისუსტეა;
- #ისწავლერომშეცვალო
ფოტო: USAID
სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა იდეების კონკურსი სამოქალაქო განათლების თემატიკაზე. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ორიგინალური იდეები, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება და გახალისება. მიღებული 300-ზე მეტი განაცხადიდან შეირჩა 10 საუკეთესო და გამოვლინდა 3 გამარჯვებული მოსწავლე/მოსწავლეთა ჯგუფი. გამარჯვებულ მონაწილეებს უმასპინძლა ამერიკის საელჩომ და USAID-ის ოფისმა, სადაც მათ გადაეცათ პრიზები — ბიბლუსის 1 000 ლარიანი ვაუჩერები და სერტიფიკატები. ახალგაზრდებმა დაათვალიერეს საელჩო და მიიღეს ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის მიმდინარე პროექტების შესახებ. საუკეთესო 10 იდეის ავტორს (მათ სკოლებს) გადაეცემათ კამპანიის ფარგლებში შექმნილი სამაგიდო თამაში "მოქალაქეობანა".
ფოტო: USAID
სამაგიდო თამაში "მოქალაქეობანა" გათვლილია მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და მოზარდების პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებას ემსახურება. "მოქალაქეობანა" 300 ეგზემპლარად დაიბეჭდება და 100 სკოლას დაურიგდება მთელი საქართველოს მასშტაბით. თამაშის შემქმნელების თქმით, "მოქალაქეობანა" გარდა იმისა, რომ სამაგიდო თამაშის ფუნქციას ასრულებს, არის, როგორც გასართობი, ასევე, საყრდენი, რაზეც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი კონკრეტულ ცოდნას დააშენებს და მოსწავლეებს ბაზისური უნარების გამომუშავებაში დაეხმარება.
ამასთანავე, სკოლის მოსწავლეებისთვის მზადდება დემოკრატიის პრინციპების შესახებ 8 ანიმაციური სერია, რომლის ჩვენებაც შესაძლებელი იქნება საგაკვეთილო პროცესში და ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების პროცესი გახდეს მარტივად აღქმადი და საინტერესო. ანიმაციური რგოლების შექმნა ემსახურება სამოქალაქო განათლების მნიშვნელობის წინ წამოწევას, ცნობიერების ამაღლებასა და მოსწავლეების წახალისებას ჩაერთონ სამოქალაქო ცხოვრებაში. ანიმაციური სერიები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: მედიაწიგნიერება, არჩევნები, ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, გამჭირვალობა, ჩაგვრა, მოქალაქეთა ჩართულობა და ხელისუფლების კონტროლი. ანიმაცია მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი დემოკრატიულ პროცესში.
ფოტო: USAID
კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო განათლების გაძლიერებას ახალგაზრდებში, რაც თავის მხრივ, წაახალისებს პასუხისმგებელიან მმართველობასა და სამოქალაქო ჩართულობას. Სწორედ ამიტომ, USAID ცდილობს, კამპანიის მთავარი გზავნილის ფართოდ გავრცელებას და ახალგაზრდებისთვის იმის სწავლებას, თუ როგორ უნდა იყვნენ თავიანთი თემის ძლიერი და აქტიური წევრები და როგორ შეიძლება გახდეს სამოქალაქო განათლება გახდეს უფრო მეტად სახალისო და საინტერესო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები