ინტერვიუ ვამპირთან სერიალად იქცა — ნახეთ ტრეილერი, რომელმაც ფანების უკმაყოფილება გამოიწვია
ფოტო: Warner Bros. / AMC
გოთიკისა და ვამპირული ჟანრის მოყვარულებს წინ ნამდვილად ამაღელვებელი შემოდგომა ელოდებათ — ვამპირების აკადემიის სერიალზე რომ არაფერი ვთქვათ, ლეგენდარული ამერიკელი მწერლის, ენ რაისის, კლასიკად ქცეული ვამპირის ქრონიკები ეკრანებზე კვლავ გაცოცხლდება. სერიალს, რომელზე მუშაობაც თითქმის 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაყურებელი ოქტომბრის დასაწყისში იხილავს. მანამდე კი უკვე შეგვიძლია, ტრეილერს თვალი შევავლოთ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნების სერიის — ვამპირის ქრონიკების — პირველი ნაწილი, ინტერვიუ ვამპირთან, გასული საუკუნის 90-იან წლებში ჰოლივუდში აქციეს ბლოკბასტერ ფილმად, სადაც მთავარი როლები ბრედ პიტმა, ტომ კრუზმა და ანტონიო ბანდერასმა შეასრულეს. შესაძლოა, ამ უკვე საკულტო ფილმთან პარალელის გავლების ბრალია, რომ ენ რაისის მკითხველების ნაწილი ტრეილერით არცთუ კმაყოფილი დარჩა.
მწერლის ფანების ჯგუფში ინტერნეტმომხმარებლებმა უკმაყოფილებაც და აღშფოთებაც გამოთქვეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სერიალს რაისის ორიგინალურ ნაწარმოებებთან საერთო ბევრი არაფერი აქვს. მათი უკმაყოფილება კიდევ უფრო გაამძაფრა ავტორის შვილისა და პროექტის პროდიუსერის, ქრისტოფერ რაისის, განცხადებამ, რომ იგი "სერიალზე კომენტარს არ აკეთებს".
თავად ენ რაისი სერიალს არ მოსწრებია — გოთიკის ჟანრის დედოფლად მიჩნეული მწერალი გასული წლის დეკემბერში გარდაიცვალა. თუმცა, იგი თავდაპირველად აქტიურად იყო ჩართული პროექტის სამზადისში.
სერიალი ინტერვიუ ვამპირთან კომპანია AMC-მ გადაიღო. ამავე ბრენდს ეკუთვნის ცნობილი პროექტი მოსიარულე მკვდრები, რომელიც წელს სრულდება — შესაბამისად, რაისის რომანების ეკრანიზაცია სწორედ მას ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ AMC ავტორის წიგნების კიდევ ერთ ცნობილ სერიას, მეიფეირის კუდიანთა ცხოვრებას, აქცევს სერიალად.
კადრი ფილმიდან ინტერვიუ ვამპირთან.
ფოტო: Warner Bros.
ენ რაისის უკვე ჟანრის კლასიკად მიჩნეული რომანი, ინტერვიუ ვამპირთან, 1976 წელს გამოიცა. წიგნი 200 წლის ვამპირი ლუის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავის ცხოვრებაზე და მე-18 საუკუნის ახალ ორლეანში გატარებულ წლებზე ჟურნალისტს უყვება. რომანის მთავარი ანტაგონისტი, ლესტატ დე ლიონკური, მოგვიანებით წიგნების სერიის მთავარი გმირი ხდება.
ვამპირის ქრონიკები, რომელიც ჯამში 13 რომანს მოიცავს, მსოფლიოში 80 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული. ის ლიტერატურაში ვამპირული ჟანრის ფენომენად მიიჩნევა.
სერიალის ინტერვიუ ვამპირთან პირველი სეზონის შვიდი ეპიზოდი 2 ოქტომბერს გამოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები