დაეუფლე ახალ პროფესიას — მოსწავლე მექანიკოსის კურსი თეგეტა მოტორსში
თეგეტა მოტორსი ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნვას აგრძელებს. მათ, ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ და პროფესიად აქციონ ავტომობილის შეკეთება, თეგეტა აკადემია მოსწავლე მექანიკოსის მოკლე ან გრძელვადიან პროგრამებს სთავაზობს. პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებასთან ერთად, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება თეგეტა მოტორსში და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სფეროში.
კომპანიის HR დეპარტამენტის უფროსი, დავით ავაზაშვილი ბაზარზე კვალიფიციური მექანიკოსების საჭიროებაზე საუბრობს.
"ჩვენს დიდ კომპანიას მუდმივად ესაჭიროება კადრების დამატება. ვცდილობთ, მოვიზიდოთ ჩვენს კულტურაზე ადაპტირებული კადრები, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვექმნა მოსწავლე მექანიკოსების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შევასწავლით ყველაფერს, რაც საჭიროა მანქანის გასამართად. სწავლებას ვიწყებთ მისთვის ყველაზე მეტად საინტერესო ან ჩვენთვის იმ მომენტისათვის დეფიციტური პროფესიით და შემდგომ, სურვილის მიხედვით, ვაძლევთ კონკრეტული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას", — ამბობს ის.
კანდიდატებს თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილ სამუშაო გარემოში საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგების გავლის შესაძლებლობა აქვთ. მათ კი, ვინც რეგიონში ცხოვრობენ და თბილისის ფილიალებში დასაქმების სურვილს გამოთქვამენ, თეგეტა მოტორსი ერთი წლით საცხოვრებლით უზრუნველყოფას სთავაზობს.
"2021 წლის აგვისტოდან დღემდე დაახლოებით 115-მა მოსწავლე მექანიკოსმა გაიარა თეგეტა აკადემიაში სწავლების კურსი. აქედან 45-მა მექანიკოსმა ყველა საფეხური წარმატებით დაასრულა და ახლა თეგეტა მოტორსში მუშაობს. სწავლის პროცესი უმეტესად პრაქტიკულია, შედგება 80% პრაქტიკისა და 20% თეორიისგან. კურსს უძღვებიან გამოცდილი მენტორები, ინჟინერ-მექანიკოსები, რომელთაც თეგეტაში 20-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ. მოსწავლეების განვითარებას ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფის ხელმძღვანელი და სერვისის დეპარტამენტი მუდმივად აკვირდება. ყველას მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ახალი პროფესიის ათვისებაში", — ამბობს თეგეტა მოტორსის HR ბიზნესპარტნიორი, ვერიკო სიტნიკოვი.
პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: career@tegetamotors.ge და მიიღონ შანსი, გახდნენ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის გუნდის წევრები.
თეგეტა მოტორსის შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები