გიგა ბოკერია

27 Jul. 2022, 12:20

ეს არის გაგრძელება უბინძურესი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობის კამპანიის. პირდაპირ მტრობაა საქართველოს ინტერესების. მტრობა ჰქვია ამ ბოდვას, რომელსაც ივანიშვილი პერსონალურად და მისი გარემოცვა ავრცელებს, ახლა ეს ბოლო თვეებია. რასაც ზოგადად წლებია აკეთებს — დემონიზება თავისუფლების იდეის და თავისუფალი სამყაროს პუტინისტური პროპაგანდით, პირდაპირ თუ ირიბად. ახლა, ეს ბოლო თვეებია, გადავიდა იმ ზღვარზე, რომ უტიფრად, ასეთ ბოდვაში ვართ, რომ სერიოზულად ეს კაცი და მისი გარემოცვა გვთავაზობს ამ ფორმულას, რომ ამერიკა ჩვენ გვმტრობდა და ივანიშვილის პირადმა გამბედაობამ გადაგვარჩინა და ამიტომ ის ისჯება. ამ ბოდვას ყველა მოქალაქემ უნდა მისცეს მხოლოდ ერთი შეფასება — საშიშია ეს ადამიანი ყოველ დღე სანამ ის მართავს ამ ქვეყანას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…