თეა წულუკიანი

27 Jul. 2022, 23:46

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ მინისტრები, მათ შორის მეც, არამცთუ სამი საათით, სამი წუთითაც არ შევხვედრივართ ივანიშვილს. უცნაურია, რომ ასეთი შეხვედრებს მავანი ითხოვს. მით უმეტეს, რომ ხშირად, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, არა ერთი ოპონენტი და პარტნიორიც გამომცდელ კითხვას გვისვამს — როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი, ჩემთვისაც დაუსვამთ ეს კითხვა. უცნაურია, როდესაც ასეთ კითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას, ვთქვათ იმავე პირთან.

ასე ეხმაურება ექსპრემიერის განცხადებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი იმედის ეთერში. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ შეხვედრა ელჩის ინიციატივით 21 მარტს შედგა და 3 საათი გაგრძელდა. კელი დეგნანთან შესაძლო შეხვედრაზე კითხვა პარტიიდან წასულმა დეპუტატებმა დასვეს და პასუხს ითხოვდნენ — ყაველაშვილი სვამდა კითხვას, "ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი".

 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…