კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა
ფოტო: თოდუას კლინიკა
კუჭ-ნაწლავის დაავადებები ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მათი შემთხვევები საქართველოშიც საკმაოდ ხშირია. მიუხედავად ამისა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებით გამოწვეულ უსიამოვნო ნიშნებს ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ და სპეციალისტს მხოლოდ დამძიმებული მდგომარეობის დროს ვაკითხავთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი კუჭ-ნაწლავის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და რა მეთოდები გამოიყენება მათ გამოსაკვლევად? – ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ენდოსკოპისტს, აკაკი რეხვიაშვილს დავუკავშირდით.
კუჭ-ნაწლავის რა პათოლოგიებია ყველაზე გავრცელებული და რა უწყობს ხელს მათ წარმოქმნას?
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ყველაზე ხშირად ვითარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ეროზია და წყლულოვანი დაავადება, ეროზიული გასტრიტი, ეზოფაგიტი ანუ საყლაპავის ანთება, მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, კიბოსწინარე დაავადებები პოლიპები და სიმსივნე. მათი უმეტესობა, განსაკუთრებით კი წყლულოვანი დაავადებები, ახალგაზრდებშიც საკმაოდ გავრცელებულია. მათ განვითარებას ხშირად ჰელიკობაქტერიით დაინფიცირება უწყობს ხელს. კუჭ-ნაწლავის დაავადებების მთავარ გამომწვევ მიზეზებს შორისაა არასწორი ცხოვრების წესიც – არარეჟიმული და არაჯანსაღი კვება, თამბაქოს და ალკოჰოლის სინერგიული მოქმედება, ჭარბი წონა, გენეტიკური ფაქტორები
რა სიმპტომებით გამოიხატება კუჭ-ნაწლავის დაავადებები?
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებზე შეიძლება მიანიშნებდეს გულძმარვა, გულისრევის შეგრძნება, ტკივილი მუცლის ზედა არეში ანუ ეპიგასტრიუმში, დეფეკაციის რითმის და ხასიათის დარღვევა და ა.შ. თუმცა, პათოლოგიური პროცესები შეიძლება სრულიად უსიმპტომოდაც განვითარდეს, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის მქონე და ასაკოვან პაციენტებში.
რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების გამოსავლენად?
დღეს თანამედროვე მედიცინის ძალისხმევა დაავადების ადრეული ფორმების აღმოჩენისკენაა მიმართული, რათა თავიდან ავიცილოთ სიცოცხლისთვის საშიში პროცესები. ამიტომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სკრინინგულ სტრატეგიულ კვლევებს რომელიც მოიცავს ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზსა და ენდოსკოპიურ გამოკვლევას. ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზმა 30%-ით შეამცირა კუჭ-ნაწლავის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ხოლო სტანდარტული ენდოსკოპიური კვლევები 60-70% კიბოს აღმოჩენაში გვეხმარება
ენდოსკოპია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევის ოქროს სტანდარტია, რადგან ის უდიდეს ინფორმაციას გვაძლევს ამ ორგანოების შესახებ. ის მოიცავს გასტროდუოდენოსკოპიასა და კოლონოსკოპიას. პირველით კუჭ-ნაწლავის ზემო ტრაქტს, ხოლო მეორით კუჭ-ნაწლავის ქვემო ტრაქტს ვიკვლევთ.
რამდენად შესაძლებელია თოდუას კლინიკაში კუჭ-ნაწლავის სრულფასოვნად გამოკვლევა?
თოდუას კლინიკაში ყველა სახის ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევა ტარდება იმისათვის, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ პაციენტის კუჭ-ნაწლავის მდგომარეობის შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კლინიკაში ხელმისაწვდომია უახლესი ენდოსკოპიური აპარატი, რომელიც მაღალი გარჩევადობის შესაძლებლობით გამოირჩევა და აქვს მაქსიმალური გადიდების და მიახლოების ფუნქცია. მისი ინოვაციური ფუნქციები უმცირესი დაზიანების აღმოჩენის შესაძლებლობასაც კი გვაძლევს.
როგორია კუჭ-ნაწლავის დაავადებათა პრევენცია და რამდენ ხანში ერთხელაა მიზანშეწონილი ამ ორგანოთა გამოკვლევა?
კუჭ-ნაწლავის დაავადებების პრევენცია, პირველ რიგში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორი კვებაა. ასევე, მნიშვნელოვანია, არ უგულებელვყოთ პათოლოგიური პროცესებით გამოწვეული ნიშნები და დროულად მივმართოთ სპეციალისტს.
სკრინინგული კვლევები კი ჯანმრთელმა ადამიანმა, სასურველია, 4-5 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროს. კვლევებს შორის ინტერვალი შეიძლება შემცირდეს,განსაკუთრებით ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებების მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა აქვს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ადრეული დიაგნოსტირება ამარტივებს დაავადებების მართვას და ზრდის მათგან სრულად განკურნების შანსებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები