ანგლიკანური ეკლესიიის პასტორალური ლიდერი ამბობს, რომ რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელმა აგინა
ფოტო: თომა ლიპარტიანი / Facebook
On.ge სააგენტოსთან დაკავშირებას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
დეტალები: თომა ლიპარტიანი Facebook-ზე წერს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ავთანდილ კვერნაძემ დაურეკა და უთხრა, რომ მასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს სურდა.
- მისი თქმით, დრო არ შეუთანხმეს და პირდაპირ დაიბარეს ოფისში, რაც არ მოეწონა, მაგრამ დათანხმდა.
- ამბობს, რომ ამ დროს ვიზიტით ჩამოდიოდა მღვდელი, რომლის ზედამხედველობის ქვეშაც ახორციელებს უფლებამოსილებას და შეხვედრაზე მისი წაყვანაც შესთავაზა.
- "ამაზე მპასუხობს რომ "ბატონი ზაზა მხოლოდ თქვენ გიბარებთ და მღვდელი ნახევარი საათით სახლში დატოვეო" (არ მოგესმათ, მღვდელზე მეუბნება რომ შინაური ცხოველივით სახლში დატოვეო). თან ჩვენ თარჯიმანი არ გვყავსო, თუმცა ამაზე ვუთხარი რომ მღვდელს მე გადავუთარგმნიდი საუბარს. კარგიო, ბატონ ზაზას შევუთანხმდებიო".
რატომ არის მნიშვნელოვანი: ლიპარტიანის თქმით, როდესაც მოგვიანებით კვერნაძემ დაურეკა, მღვდლის მიყვანაზე უარი უთხრა და უტაქტოდ არაერთხელ შეაწყვეტინა საუბარი, რაზეც მან მიუთითა, რომ უზრდელური საქციელია.
- სასულიერო პირი ამბობს, რომ ამის შემდეგ სააგენტოს თანამშრომელმა შეაგინა.
- "შენ მე ვინ გგონივარო, ამხელა კაცი ვარო, შენი დედა მოვ**ანო და გამითიშა — ასეთი პასუხი გამცა".
ლიპარტიანი On.ge-სთან აცხადებს, ურთიერთობის ფორმა, რაც სააგენტომ აირჩია, თავიდანვე აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რადგან არათუ დაიწყეს შეთანხმება შეხვედრაზე, არამედ დაიბარეს უკვე დათქმულ დროს.
-
ის განმარტავს, რომ თავიდანვე გადაწყვიტეს, რომ არ სურდათ ამ ორგანიზაციასთან რაიმე კავშირი.
- ლიპარტიანის თქმით, რელიგიის სააგენტო გააქტიურდა მათთან მიმართებით იმიტომ, რომ არიან სოციალურად აქტიური და ეწევიან ადამიანის უფლებათა აქტივიზმს.
- "ახლახანს საქართველოში იყო ეპისკოპოსი, ჩატარდა ღვთისმსახურება, სხვადასხვა რელიგიური ლიდერებიც მოვიდნენ და ალბათ, ეს ნახეს, იფიქრეს, რომ ეს რელიგიური ჯგუფი მყარდება, იზრდება, მიხვდნენ, რომ ჩვენი კონტროლი სჭირდება", — ამბობს ის.
- ასევე, ლიპარტიანის აზრით, შეხვედრის ერთ-ერთი შესაძლო მთავარი მიზეზი, შეიძლება, რომ იყოს ანგლიკანური ეკლესიის მიერ ცოტა ხნის წინ ერთნაირსქესიანთა წყვილის საჯარო ჯვრისწერის ცერემონიის ჩატარება.
რელიგიის საკითხთა სააგენტო მთავრობის 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილებით შეიქმნა და არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. არასმთავრობოები პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი სააგენტოს ნეგატიურ როლზე საუბრობდნენ.
- "სააგენტოს კრიტიკა ბუნებრივია, რადგან შეუძლებელია სახელწიფომ შეძლოს რელიგიურ გაერთიანებებთან ეფექტიანი და მჭიდრო კოორდინაცია, თუკი ამ საკითხებზე მომუშავე ორგანო დისკრედიტირებულია და რელიგიური გაერთიანებები ამ უწყებასთან ღია და მჭიდრო კომუნიკაციას უფრთხიან", — წერდა EMC 2020 წლის ანგარიშში.
- 2021 წელს NGO-ებმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, გაეუქმებინა სააგენტო და შეექმნა ამ სფეროში რეფორმების დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესი.
- მათი შეფასებით, სააგენტოს არ უზრუნია ისეთი საკითხების გადაჭრაზე, როგორიცაა დისკრიმინაციული ჩანაწერები კანონმდებლობაში, რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფა, რელიგიური შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებზე არაეფექტიანი რეაგირება და ა.შ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები