აქტივისტმა, რომელსაც პოლიტიკოსმა სხეულის გამო დასცინა, აბორტის უფლების მხარდასაჭერად $275 ათასი შეაგროვა
ფოტო: Getty Images
19 წლის ფლორიდელი აქტივისტი, ოლივია ჯულიანა, რომელიც აბორტის უფლებისთვის იბრძვის, კიბერბულინგისა და დაცინვის სამიზნედ იქცა. ეს, არც მეტი, არც ნაკლები პოლიტიკოსის — რესპუბლიკელი მეთ გეიტცის — "დამსახურებით" მოხდა, რომელმაც ჯულიანას ფოტო სოციალურ ქსელში განათავსა და დამამცირებელი განცხადებაც მიაყოლა. თუმცა, თინეიჯერს ამაზე დიდად არ უდარდია — მეტიც, პოლიტიკოსის ქმედებამ საპირისპირო შედეგი გამოიღო, ხალხმა ოლივიასადმი მხარდაჭერა გამოხატა და გოგომ მხოლოდ 48 საათში $275 ათასზე მეტი შეაგროვა აბორტის უფლების ხელშესაწყობად.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მაიამიში მცხოვრებმა ოლივიამ გეიტცი ულტრამემარჯვენეთა ორგანიზებულ შეხვედრაზე გაკეთებული სექსისტური და მიზოგინიური განცხადებების გამო გააკრიტიკა.
"ქალები, რომლებიც ყველაზე ნაკლებსავარაუდოა, რომ დაორსულდნენ, აბორტზე ყველაზე მეტად დარდობენ", — განაცხადა რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, — "არავინ მოისურვებს შენს დაორსულებას, თუკი ცერა თითს გავხარ. ეს ხალხი შინაგანადაც და გარეგნულადაც ამაზრზენია. სიმაღლეში 1,5 მეტრი არიან და 150 კილოგრამს იწონიან".
მას შემდეგ, რაც ეს განცხადება ჯულიანამ გააკრიტიკა, გეიტცმა ტვიტერზე თავის მილიონზე მეტ გამომწერს თინეიჯერის ფოტო გაუზიარა და განაცხადა, ბრაზი გამომიწვევიაო. ტვიტი მან იმ სტატიასთან ერთად გამოაქვეყნა, სადაც მისი შეურაცხმყოფელ განცხადებებზე იყო საუბარი.
19 წლის აქტივისტს მომხდარის შესახებ მეგობრებმა შეატყობინეს.
"მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ვიყავი, მერე კი მან ტვიტერზე ჩემი ფოტო განათავსა. გავოგნდი", — ჰყვება ოლივია და დასძენს, რომ ამაზე არ გაბრაზებულა, — "სიმართლე გითხრათ, გამეცინა. ვიფიქრე, ეს გამომადგება-მეთქი".
საბოლოოდ, ჯულიანამ პოლიტიკოსის ქმედება მართლაც თავისი საქმისთვის სასარგებლოდ გამოიყენა და ახალგაზრდა აქტივისტების ჯგუფისთვის თანხის შეგროვება წამოიწყო. რამდენიმე საათში ოლივიამ უკვე ასიათასობით დოლარი შეაგროვა. ამ თანხის გამოყენებას აქტივისტები აბორტის უფლების მხარდასაჭერად აპირებენ.
"ხალხი ფიქრობს, რომ რადგან თინეიჯერი ვარ, გულუბრყვილო ან მგრძნობიარე ვარ, მაგრამ მე ეს მართლაც შესაძლებლობად აღვიქვი", — აღნიშნავს ჯულიანა.
სხვათა შორის, ამ შესაძლებლობისთვის ახალგაზრდა აქტივისტმა გეიტცს თავადვე გადაუხადა მადლობა ტვიტერზე და ღია ბარათიც მიუძღვნა.
რაც შეეხება თვითონ გეიტცს, მას ახლა ალბათ სხვა პრობლემები აქვს — გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა რესპუბლიკელ პოლიტიკოსს სექსუალური ურთიერთობა არასრულწლოვანთან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1973 წლის გადაწყვეტილება, რომელიც ქალებს საკუთარი ნებით აბორტის გაკეთების კონსტიტუციურ უფლებას აძლევდა. გადაწყვეტილებას ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა, მათ შორის, ცნობილი ადამიანებისგან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები