"როგორ უნდა იმუშაოს აგრონომად, ის ხომ გოგოა?!" — ანი უგრელიძე აგროსფეროს სტიპენდიატია
ფოტო: აგროსფერო
აგროსფეროს სასტიპენდიო კონკურსის ერთ–ერთი გამარჯვებული აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტის მესამე კურსელი, 21 წლის ანა უგრელიძე გახდა. ანი გვიყვება აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის პროცესზე, თავის გეგმებზე, აგროსფეროს სტიპენდიატობის ხიბლზე და იმ სტერეოტიპებზე, რომელიც მიაჩნია რომ დიდი ხნის წინ დაინგრა.
თქვენ აგროსფეროს სტიპენდიატი გახდით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
მიხარია, რომ ასეთი კომპანია ჩვენით დაინტერესდა. ძალიან კარგ შესაძლებლობას და სტიმულს გვაძლევს სტიპენდიის სახით. აქამდე ჩვენ სფეროში ასეთი რამ არ მომხდარა. თავად კომპანიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გავიცანით, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ისინი საკმაოდ ბევრი მიმართულებით მუშაობენ, ეს იქნება მექანიზაცია, სასუქები, სხვა ტექნოლოგიებს და ძალიან მომეწონა, რომ ბევრი მიმართულებით არიან განვითარებული.
როდის აირჩიეთ ეს დარგი თქვენი მომავლის პროფესიად და რატომ?
სკოლის პერიოდშივე მივიღე გააზრებული გადაწყვეტილება, რომ აგრო მიმართულებებით წავიდოდი. ალბათ მეათე კლასში მივიღე ეს გადაწყვეტილება. თუმცა, თავიდანვე არ ვიცოდი, კონკრეტულად რომელი მიმართულებით წავიდოდი და ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს უნივერსიტეტში, რომ პირველ კურსზე გაქვს მთელი წელი დრო, რომ გადაწყვიტო, რომელი მიმართულებაა შენთვის უფრო საინტერესო. სწორედ პირველ კურსზე გადავწყვიტე მთელი შეგნებით, რომ მინდოდა აგრონომია.
რატომ აგრონომია?
იმიტომ, რომ ეს ძალიან საინტერესო სფეროა ჩემთვის. მაქსიმალურ თანხვედრაშია ჩემ ინტერესებთან. ვფიქრობ, რომ ჩემ ქვეყანას სჭირდება აგრონომების ახალი ტალღა, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ეს სფერო და კონკრეტულად ეს მიმართულება. ისიც მეხმარება, რომ ძალიან მიყვარს ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა ქიმია, ბიოლოგია და მათემატიკა, რაც პრაქტიკულ მუშაობაში ძალიან მეხმარება. თუმცა, ბავშვობაში სრულიად განსხვავებულ პროფესიებზეც ვფიქრობდი, მინდოდა ექიმობაც, იურისტობაც, მაინტერესებდა ხელოვნება და დღეს ფოტოგრაფია ჩემი ჰობია.
ფოტო: აგროსფერო
მომავალში როგორ ხედავთ თქვენს თავს – უფრო პრაქტიკოს აგრონომად, თუ მეცნიერად?
ამ ორს შორის ოქროს შუალედს გავავლებდი. სამეცნიერო კუთხით დღესაც ვმუშაობ უნივერსიტეტში და ეს პროცესი ძალიან მომწონს, თუმცა შეუძლებელია პრაქტიკის გარეშე, ვინაიდან პრაქტიკული მუშაობის გარეშე მეცნიერი ვერ იქნები.
არსებობდა სტერეოტიპი, რომ აგრონომიაში მართვა უფრო კაცის საქმეა...
ეს სტერეოტიპი დანგრეულია. რამდენიმე ძალიან კარგი ქალი აგრონომი მუშაობს დღეს საქართველოში, მათ შორის არიან ახალგაზრდები. მე ჩემს თავსაც ლიდერად ვხედავ ამ სფეროში და არანაირად არ ვფიქრობ, რომ ჩემი გენდერი რამენაირად უკან დამხევს და რაიმე სამუშაოს შესრულებაში შემიშლის ხელს. არ ვფიქრობ, რომ რამეს უკეთ გავაკეთებდი, კაცი რომ ვყოფილიყავი.
ვინ იქნებით თქვენ 5 წლის შემდეგ?
5 წელიწადში, სავარაუდოდ, უკვე დამთავრებული მექნება მაგისტრატურა ჰოლანდიაში, შემდეგ კი სამშობლოში დავბრუნდები და იქ დაგროვილ ცოდნას მოვახმარ ჩემ ქვეყანას. ჰოლანდიაში ეს დარგი უმაღლეს დონეზეა განვითარებული და ამიტომ დავინტერესდი ამ ქვეყანაში სწავლით. ზოგადად, გეგმებზე საუბარი არ მიყვარს, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს რაღაც სხვა ახალი შესაძლებლობა, რომელზეც მანამდე არც გიფიქრია და ყველა გეგმა შეიცვალოს. ამიტომ არ მიმაჩნია საჭიროდ კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა. თუმცა, ზოგადად ამას ვაპირებ უახლოეს 5 წელიწადში.
შემდეგ რას აპირებთ – თქვენს ბიზნესს წამოიწყებთ, თუ ფერმერებთან ითანამშრომლებთ, როგორც აგრონომი?
თავდაპირველად ვაპირებ ვიყო სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული და პარალელურად პრაქტიკოსი აგრონომიც. შემდეგ, როდესაც საკმარის გამოცდილებას დავაგროვებ, საკუთარ აგრობიზნესზეც ვიფიქრებ, თუმცა ეს შორეული გეგმაა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები