დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალზე მარო მაყაშვილს პატივი მიაგეს
ფოტო: Melle Meivoge
დელფტის კამერული მუსიკის ფესტივალი წელს 25 წლის იუბილეს ზეიმობს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პიანისტმა ნინო გვეტაძემ, მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლები მოიწვია საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად. ფესტივალის ფარგლებში, 5 აგვისტოს, შედგა პრემიერა — მარო, მონოდრამა მეცო-სოპრანოსთვის, სიმებიანი კვარტეტისა და ფორტეპიანოსთვის.
წარმოდგენა პატივს მიაგებს საქართველოს ეროვნულ გმირ მარო მაყაშვილს. ამ პროექტის იდეა ნინო გვეტაძეს ეკუთვნის, მუსიკა და ანიმაცია ჰოლანდიელ კომპოზიტორ თომას ბაიერს, ტექსტი ქართველ მწერალ სალომე ბენიძეს, რეჟისორი კი კლაუს ბერტიშია. მონოდრამაში მონაწილეობდნენ: მეცო-სოპრანო ნანა ძიძიგური, პიანისტი ნინო გვეტაძე და Meccore String Quartet.
ფოტო: Melle Meivoge
მარო, მონოდრამა მეცო-სოპრანოსთვის, სიმებიანი კვარტეტისა და ფორტეპიანოსთვის, გვიამბობს მარო მაყაშვილის (1901-1921) ამბავს მუსიკით, ტექსტებითა და ანიმაციით. მონოდრამას საფუძვლად დაედო მაროს დღიური, ასევე მისი ოჯახის შთამომავლების მოგონებები. მარო იყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ოჯახში გაზრდილი ახალგაზრდა ქალი, უამრავი ოცნებითა და გეგმით, შეიძლება ითქვას, ქართველი ანა ფრანკი, რომელსაც ლიტერატურა, მუსიკა და თეატრი უყვარდა. ოცნებობდა ევროპაში მოგზაურობაზე, პარიზში სწავლაზე და დამოუკიდებლად ცხოვრებაზე. თითქოს მის სურვილებს წინ ვერაფერი უნდა დასდგომოდა, მაგრამ 1921 წელს რუსულმა, წითელმა არმიამ საქართველოს ოკუპაცია მოახდინა და ყველაფერი შეიცვალა. 19 წლის მარო წითელი ჯვრის მოხალისე მოწყალების დად წავიდა ომში და ის თბილისის მისადგომებთან გაანაწილეს. მისი სიცოცხლე ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. მარო მაყაშვილი იყო პირველი ქალი, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას შეეწირა. მარო ასევე პირველი ქალია, ვისაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა 2017 წელს.
მარო მაყაშვილმა თავის თითქოსდა მოკლე ბიოგრაფიაში დაიტია თავისი სამშობლოს ბრძოლა თავისუფლებისთვის, მისი ხანმოკლე დამოუკიდებლობის სევდა და ქართველი ხალხის გაუნელებელი სწრაფვა და სურვილი — იყოს ევროპის ნაწილი. საქართველო, რომელმაც 70 წელი გაატარა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, დღეს დამოუკიდებელი სახელმწიფოა. სწორედ ამიტომ, მარო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის ტრაგიკულ ამბავს ჰყვება, ამავდროულად, იმედით და მომავლის რწმენითაა სავსე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები