ქართული ოცნება 3 კრიტიკულ ტელევიზიას კომუანიკაციების კომისიაში უჩივის — რა ხდება
ფოტო: კადრი ვიდეოდან
მმართველი პარტია #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში გამართული, 24 ივნისის აქციის კლიპის გამო ჩივის. ქართული ოცნებას სარჩელი მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ შეაქვს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ტელევიზიების წარმომადგენლები სარჩელს კრიტიკულ მედიაზე შეტევად განიხილავენ.
- ქართული ოცნება ამ მედიებს ხშირად ესხმის თავს — არაერთი სარჩელი და სასამართლო საქმე კრიტიკული მედიების წინააღმდეგ ტოვებს აღქმას, რომ ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს მათ შეზღუდვას და მუშაობაში ხელის შეშლას.
ვიდეორგოლში, რომელიც ტელევიზიებში 23, 24 და 25 ივნისს გავიდა, ქართული ოცნების ლიდერების მიერ უკრაინის ომზე, ევროპარლამენტის რეზოლუციასა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ისმის, კერძოდ:
- "ამაზე ვსაუბრობდი 25 თებერვალს ჯერ კიდევ, თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა".
- "უკრაინა არის ომში, სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს".
- "კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური".
- "ის რაც ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით იყო აბსოლუტურად სამარცხვინო".
- "ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, ვინც თავად ფეიკს ქმნიან" და სხვა.
- სრული ვიდეორგოლის ნახვა შეგიძლია აქ.
მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსსა და ის არასაარჩევნო პერიოდში იყო გაშვებული.
- ტელევიზიების გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ კლიპის მიზანი პარტიისთვის მომავალ არჩევნებში ხელისშეშლაა და ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას ემსახურება.
- "ოცნება" ირწმუნება, რომ კლიპში მათი განცხადებები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას ცდილობს.
ქართულ ოცნებას სურს, რომ ტელევიზიებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
მედიების პოზიცია: მთავარი არხის იურისტის, თამთა მურადაშვილი ქართული ოცნების სარჩელს "სადამსჯელო ღონისძიებას" უწოდებს და დარწმუნებულია, რომ კომისია დარღვევას დაადგენს.
- მურადაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ რამდენიმე თვის წინ კომისიამ არხი სირცხვილიას კლიპის ეთერში გაშვების გამო, რომელშიც პუტინის გამოსახულება "ოცნების" წევრების ფოტოებით იქმნებოდა, 112 ათასი ლარით დააჯარიმა.
- კომუნიკაციების კომისიისგან სარჩელის ობიექტურად განხილვის მოლოდინი არც TV პირველის წარმომადგენელს, ნანა აბურჯანიძეს აქვს.
- ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვიდლდაძეც ფიქრობს, რომ კომისია სამივე ტელევიზიას დააჯარიმებს.
- "მმართველი პარტიისგან ასეთი რამ არ გვიკვირს, მმართველი პარტია და ხელისუფლება ამ ყველა ორგანოს, მათ შორის, კომისიასაც იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები