7 სერია, რომელიც ზაფხულს ბავშვებისთვის დიდ თავგადასავლად აქცევს
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
გახსოვთ, ბავშვობაში ზაფხულში როგორ ერთობოდით? ან ის თუ გახსოვთ, უფროსები როგორ ცდილობდნენ თქვენს გამხიარულებას?
რატომღაც, მგონია, რომ ერთიც კარგად შემორჩა თქვენს მეხსიერებას და მეორეც. ბავშვობაში თავს გადახდენილი თავგადასავლები ხომ არასდროს გვავიწყდება.
თუმცა, ვაღიაროთ, რომ ზაფხული ბავშვებისთვის ადვილად შეიძლება მომაბეზრებელ სეზონადაც იქცეს — ენერგიით და ცნობისმოყვარეობით სავსე პატარებს მუდმივად სჭირდებათ რაღაც, რაც მათ ყურადღებას მთლიანად მიიქცევს და დროის შეგრძნებას დააკარგვინებს. ამიტომ, საბავშვო გასართობის შერჩევა ზაფხულში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ფერადი და მიმზიდველი ილუსტრაციები, საინტერესო დავალებები, საყვარელი გმირები — თავშესაქცევს არაფერი უნდა აკლდეს, პატარის ყურადღება რომ დაიპყროს. თამაშით სწავლას ხომ არაფერი სჯობს.
სწორედ ამიტომ, სულაკაურის გამომცემლობის ერთ-ერთი პრიორიტეტი საბავშვო წიგნებისა და რესურსების სერიებია. გამომცემლობამ წლების განმავლობაში ერთგულ პატარა მკითხველს უამრავი საინტერესო სერია შესთავაზა. ამ სტატიაში მათგან რამდენიმე გამორჩეულს შემოგთავაზებთ, რათა თქვენი ბავშვებისთვის საზაფხულო საკითხავისა და გასართობის შერჩევაში დაგეხმაროთ.
1. ჩემი პირველი წიგნი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ვახსენეთ კიდეც, რომ პატარების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება მარტივი ამბავი არაა. მასზე საპასუხოდ სერია ჩემი პირველი წიგნი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს სერია ორ ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს — 9 თვიდან და 18 თვიდან. პირველ შემთხვევაში თითო გვერდზე თითო ფოტოს შეხვდებით, მეორე კატეგორიის ერთ გვერდზე კი 2-3 ფოტოა მოთავსებული. ფერადი და ცოცხალი სურათების დახმარებით პატარა ადვილად აითვისებს ახალ სიტყვებს და უკეთ გაიცნობს სამყაროს.
2. იპოვე ნახატები — ისწავლე სიტყვები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ბავშვები გამუდმებით სვამენ კითხვებს, რომლებიც არცთუ იშვიათად უფროსებს აბნევს ხოლმე. ყველაზე ხშირად ალბათ კითხვა "რა არის" ისმის. აი, ამ შემთხვევაში ძალიან დაგეხმარებათ სერია იპოვე ნახატები — ისწავლე სიტყვები. ეს ერთგვარი ლექსიკონები 12 თვის ასაკიდან შეგიძლიათ პატარებს შესთავაზოთ. სერია მოიცავს წიგნებს პირველ სიტყვებზე, ფერებზე, სოფელზე, ცხოველებზე და სხვა.
3. ვიკითხოთ ერთად
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
როცა ნახატებიანი და ფოტოსურათებიანი "ლექსიკონების" დახმარებით პატარები საკმარის სიტყვას ისწავლიან, უკვე თავისუფლად შეძლებენ, კითხვის პროცესში ჩაერთონ. სერია ვიკითხოთ ერთად სწორედ ამისთვისაა — წიგნებში, რომლებიც 2 წლის ასაკიდან ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, ამბავი სიტყვებისა და ნახატების მეშვეობითაა მოთხრობილი. ტექსტები კი მოიცავს მხიარულ ამბებს, იგავ-არაკებს, ზღაპრებსა და სხვა სახალისო ისტორიებს. დავალება მარტივია — უფროსი კითხულობს სიტყვას, პატარა კი მას ნახატის "წაკითხვით" ეხმარება.
4. პატარა ამბები
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
კვლავაც უფროსების დახმარება დასჭირდებათ ბავშვებს, პატარა ამბების სერიას რომ გაეცნონ. თუმცა, ეს სერია გამორჩეულად საინტერესო და უხვად ილუსტრირებულ ამბებს უყრის თავს. ორიდან ექვს წლამდე პატარებისთვის განკუთვნილი წიგნები მსოფლიოში ცნობილი საბავშვო ავტორების შექმნილია. მაგალითად, სწორედ პატარა ამბების სერიით გაიცნობენ ბავშვები ყველასთვის ცნობილ დათუნია პადინგტონს და ონავარ თაგუნა ტოპო-ტიპს. ეს გმირები კი მათ აუცილებლად შეაყვარებენ წიგნებსაც და კითხვასაც.
5. დახატე და წაშალე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
რა სჯობს, როცა შეგიძლია, წიგნის ერთ-ერთ ავტორად იქცე? მეტიც — მისი ილუსტრაციების დასრულებაში მიიღო მონაწილეობა. დახატე და წაშალე კიდევ ერთი საინტერესო დანიშნულების სერიაა, რომელიც 3 წლის ასაკიდან ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. სხვადასხვა თემატიკის — წელიწადის დროების, ცხოველების, ლაბირინთების — წიგნები მოიცავს ნახატებს, რომლებიც პატარებმა უნდა დაასრულონ. ამისთვის წიგნს მოჰყვება ჯადოსნური კალამიც, რომელიც ადვილად იშლება; ამდენად, ბავშვები მის გამოყენებას მრავალჯერადად შეძლებენ. გარდა ამისა, დახატე და წაშალე პატარებს მრავალ შესაძლებლობას უვითარებს, მათ შორის მოტორულ უნარებს, ლოგიკურ აზროვნებასა და კალმის სწორად ჭერას.
6. დაწერე და წაშალე
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
დაწერე და წაშალე წინა სერიის მსგავს წიგნებს აერთიანებს, მაგრამ შედარებით მოზრდილი, სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ ამიტომ, წიგნების თემატიკა უფრო მრავალფეროვანია და მოიცავს სკოლაში შესასწავლი საგნების სავარჯიშოებს. მაგალითად, აქ არის წიგნი მათემატიკაზე, ქართულ ენაზე, ინგლისურ ანბანზე, გამრავლების ტაბულაზე და სხვა. მრავალფეროვანი სავარჯიშოების საშუალებით ბავშვები შეიძენენ ახალ უნარებს და განიმტკიცებენ შესწავლილ მასალას. ამ სერიის წიგნებსაც ასევე მოჰყვება ჯადოსნური კალამი.
7. ლოტოები სერიიდან ჩემი სკოლა
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
კვლავაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი სერია ჩემი სკოლა, რომელიც მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებს აერთიანებს. სხვადასხვა ფორმატისა და დანიშნულების თამაშებითა თუ ფერადი მასალებით ბავშვები ადვილად შეითვისებენ საჭირო ცოდნას.
ამ სერიის გამორჩეული რესურსია ლოტო. მოზრდილი ყუთები მოიცავს წიგნებს, ინსტრუქციებს, დაფებსა და შესაბამის ბარათებს. თამაში ჯგუფურადაა შესაძლებელი. მაგალითად, ლოტო ნახატი და სიტყვა გოგებაშვილის დედა ენის მიხედვით შეიქმნა; ის მოიცავს სიტყვების დაჯგუფების, სიტყვის მინიშნებით პოვნის, მარცვლების სავარჯიშოებს და სხვა. ამავე ასაკობრივი კატეგორიისთვის — პირველი ან მეორე კლასი მოსწავლეებისთვის — არის ლოტო რიცხვები და შეკრება-გამოკლებაც. მესამე და მეოთხეკლასელებისთვის კი ასევე არის ლოტო ჩვენი ბუნება.
ამ წიგნებმა და რესურსებმა მშობლების, აღმზრდელებისა და მასწავლებლების დადებითი გამოხმაურება უკვე დაიმსახურა. მათ წარმატებაზე მეტყველებს ისიც, რომ სერიების დიდი ნაწილი ბესტსელერია.
ამ ყველაფრის შეძენას კი, რა თქმა უნდა, სულაკაურის გამომცემლობის ვებსაიტსა და წიგნის მაღაზიებში შეძლებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები