"თეგეტა ჰოლდინგი" Groupauto Caucasus-ის ბიზნესკონფერენციას მასპინძლობს
თეგეტა ჰოლდინგი, Groupauto Caucasus-თან ერთად, უმსხვილეს სადისტრიბუციო ქსელ Groupauto International-თან ათწლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად საზაფხულო კონფერენციას მართავს. ბიზნესკონფერენციას საქართველოში ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების 20-ზე მეტი წარმომადგენელი მსოფლიოს 8 ქვეყნიდან ეწვია. მათ შორის სპეციალურად ღონისძიებისთვის თბილისში Groupauto International-ის დირექტორი ჰოლგერ ჰელმიხი ჩამოვიდა.
Groupauto Caucasus-ის 2022 წლის კონფერენციის მონაწილეები ავტოინდუსტრიის უახლეს ტენდენციებს განიხილავენ და პარტნიორობის ფარგლებში ახალ ბიზნესშესაძლებლობებზე მსჯელობენ.
"მოხარული ვართ, რომ პანდემიის შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა, კვლავ გვემასპინძლა Groupauto Caucasus-ის კონფერენციისათვის. თეგეტა, როგორც ლიდერი კომპანია, 27 წელია, რაც რეგიონში ავტოინდუსტრიის განვითარებაზე ზრუნავს. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ამაში კიდევ უფრო დაგვეხმარება და მოგვცემს საშუალებას, მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები გავამყაროთ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მსგავს შეხვედრებს უმასპინძლოს, რაც ვფიქრობ, ხელს შეუწყობს ავტოინდუსტრიის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო წარმოჩენას", — დიმიტრი გოზალიშვილი, თეგეტა ჰოლდინგის ბიზნესის განვითარების დირექტორი.
"ბედნიერი ვარ საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში ყოფნით, სადაც ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი თეგეტაა. ჩვენ გვსურს აქ ბიზნესის გაძლიერება. მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის კონფერენციას თეგეტასთან და ბრენდების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ვესწრები. მჯერა ამ ბაზრის განვითარების და ჩვენი ბიზნესმოდელის. მუდმივად ვუჭერთ მხარს თეგეტასა და ჩვენი წევრების განვითარებას დიგიტალიზაციისა და მწვანე გამოწვევების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ ავტოინდუსტრიის ბაზრის ცვლილებაზეც, რადგან ელექტრიფიცირების პირობებში ეს გარდაუვალია. თეგეტასთან გვაქვს კონკრეტული მოვალეობები, შეიქმნა ახალი კომერციული პროდუქტები და ტრენინგები და გვინდა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ვამაყობ, რომ თეგეტა ჩვენი ბიზნესის ნაწილია", — ჰოლგერ ჰელმიხი, Groupauto International-ის დირექტორი.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა თეგეტას სათაო ოფისი, შოურუმი და სერვისცენტრიც დაათვალიერეს.
Groupauto International ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელია მსოფლიოში, რომელიც მსოფლიოს წამყვანი 50-მდე ბრენდის მიერ წარმოებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების იმპორტს უზრუნველყოფს ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 70 ქვეყანაში. Groupauto International აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ დისტრიბუტორს, 7 500-მდე სერვისცენტრს და ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Shell, Bosch, Mobil, ZF, Continental, Philips, Osram, Exide, Clarios და სხვა. Groupauto International-ის მთავარი მიზანია ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების გაერთიანება და მათი ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირება.
თეგეტა ჰოლდინგი 2012 წლიდან რეგიონში Groupauto International-ის წარმომადგენლის, Groupauto Caucasus-ის წევრია. Groupauto Caucasus-ის მთავარი მიზანია, დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ხელმისაწვდომი გახადოს სერვისის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები