უნივერსალური მოწყობილობები, რომლებიც ცვლიან ჩვენს სმარტფონებთან ურთიერთობის გზას
10 აგვისტოს, სამსუნგ ელექტრონიკსმა ახალი თაობის, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონები წარადგინა — Galaxy Z Flip4 და Galaxy Z Fold4. გამორჩეული ფორმა, მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და განახლებული წარმადობა, Galaxy Z სერიის მეოთხე თაობის სმარტფონებს უნიკალურ მოწყობილობებად აქცევს.
"Samsung Galaxy-ის დასაკეცი მოწყობილობები აგებულია ღიაობის ფილოსოფიაზე, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად პერსონალიზებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მსოფლიო დონის პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნილი ეს დასაკეც ეკრანიანი მოწყობილობები, ისეთ შეუდარებელ მობილურ გამოცდილებას გვთავაზობს, როგორიც დააკმაყოფილებს ჩვენი ყველაზე დინამიკური მომხმარებლების საჭიროებებს", — განაცხადა Samsung Electronics-ის მობილური გამოცდილების ბიზნესის ხელმძღვანელმა, TM Roh-მ.
გლობალური პრეზენტაციის დროს, კომპანიამ წარადგინა რამდენიმე მოწყობილობა:
Samsung Galaxy Z Flip4 — დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების ინდუსტრიის ყველაზე ელეგანტური და თვალწარმტაცი წარმომადგენელია, რომელშიც წინამორბედ მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები. Z Flip4 წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის სმარტფონს და შექმნილია იმისათვის, რომ იქცეს თავისი მფლობელის სტილის დომინანტურ აქსესუარად. Galaxy Z Flip4-ის იდეა მარტივი და გენიალურია. დაკეცილ მდგომარეობაში ის წარმოადგენს მომცრო ზომის დახვეწილ და ელეგანტურ ნივთს, პატარა, საკმაოდ ფუნქციური ეკრანით, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში ის იქცევა ძალიან თხელ, ფლაგმანურ Galaxy სმარტფონად. უნიკალური დასაკეცი მექანიზმის წყალობით, Galaxy Z Flip4 გვთავაზობს კამერის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას. ე.წ. Flex რეჟიმში შესაძლებელია მივიღოთ კამერის სასურველი რაკურსი და გადავიღოთ ფოტო და ვიდეო დისტანციურად, ხელის ან დამატებითი შტატივის გამოყენების გარეშე. აღსანიშნავია Samsung-ისა და Meta-ს პარტნიორობა, რის შედეგადაც ახალი Z Flip4-ის კამერის პროგრამული უზრუნველყოფა ოპტიმიზირებულია პოპულარული სოციალური ქსელებისათვის (Facebook, Instagram, WhatsApp).
Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-მდე გაიზარდა, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი. Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.
Samsung Galaxy Z Fold4 — ეს არის Samsung-ის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი, მულტიფუნქციური და ინოვაციური სმარტფონი. სტანდარტულ მობილურ მოწყობილობებთან შედარებით, ის ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც პირველ რიგში მისი ფორმიდან და კონცეფციიდან გამომდინარეობს. სტანდარტული ზომის სმარტფონიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 7.6 ინჩიანი ტაბი, რომელშიც ნებისმიერი ტიპის დავალების შესრულება უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად არის შესაძლებელი.
Z Fold4-ში რამდენიმე აპლიკაციაში პარალელურად მუშაობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება ახლა ბევრად უფრო მარტივია. ამაზე პასუხისმგებელია სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან. სამსუნგის Google-თან და Microsoft-თან თანამშრომლობამ შესაძლებელი გახადა აპლიკაციებს შორის მარტივი ინტერაქცია და სმარტფონში მუშაობის გამოცდილების გაუმჯობესება.
როგორც ყველაზე მძლავრ და ინოვაციურ პროდუქტს შეეფერება, Galaxy Z Fold4-ში გამოყენებულია ამ დროისათვის მობილურ მოწყობილობების სამყაროში საუკეთესო 4nm- იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პროცესორი. წინამორბედ მოდელთან შედარებით, Fold4-ში გამოიყენება გაუმჯობესებული 50 MP-იანი მთავარი კამერა გაზრდილი სენსორით და ახალი თაობის ოპტიკური სტაბილიზატორით.
Galaxy Z Fold4 ხელმისაწვდომი იქნება 3 ფერში: შავი, მწვანე და კრემისფერი. გარდა ფლაგმანური დასაკეც ეკრანიანი სმარტფონებისა, გლობალურ Unpacked პრეზენტაციაზე Samsung-მა ახალი სმარტ მოწყობილობებიც შემოგვთავაზა.
Galaxy Buds2 Pro — გვთავაზობს უმაღლესი დონის აუდიო გამოცდილებას 24 ბიტიანი Hi-Fi სტანდარტის მხარდაჭერით. Buds Pro-ების სერიაში ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური დიზაინით გამორჩეული Galaxy Buds2 Pro გახდება თქვენი საუკეთესო კომპანიონი ფიტნეს აქტივობებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
Galaxy Buds2 Pro ხელმისაწვდომი იქნება სამ ფერში: შავი, თეთრი და იასამნისფერი.
Galaxy Watch5 — საათების ახალ სერიაში, Samsung-მა კიდევ უფრო მეტი აქცენტი გააკეთა ჯანმრთელობის მონიტორინგსა და ფიტნეს სმარტ ფუნქციებზე. ინოვაციური ალგორითმითა და უამრავი სენსორის წყალობით, Watch5 დააკვირდება თქვენი ძილის პროცესს და შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს მისი ხარისხის გაუმჯობესებისათვის. უახლესი სმარტ საათი გახდა უფრო მინიმალისტური და დახვეწილი.
Watch5 სერია ხელმისაწვდომი იქნება სამ ზომაში (40mm, 44mm და 45mm) და ოთხ ფერში: შავი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი და ცისფერი.
ახალი მოდელების წინასწარი შეკვეთების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი უახლოეს მომავალში გაიგებს Samsung Georgia-ს სოციალური ქსელებისა და კომპანიის ოფიციალური პარტნიორების ვებგვერდებიდან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები