მანანა — როგორ იქცა ტაქსის თბილისელი მძღოლი მსოფლიო ჰიტის შთაგონების წყაროდ
ფოტო: The Lumineers / YouTube
დარწმუნებული ვარ, The Lumineers-ის სახელი ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი. ამერიკულმა ინდიფოლკ ჯგუფმა წინა ათწლეულში არაერთი ცნობილი ჰიტი შექმნა, მათ შორის, Ho Hey, Sleep On The Floor და Cleopatra. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად — ბენდის მეორე სტუდიური ალბომის სახელწოდებად იქცა და სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებშიც აღმოჩნდა. სპოტიფაიზე სიმღერას დღესდღეობით 240 მილიონზე მეტი "სტრიმი" აქვს. თუმცა, იცოდით, რომ ამ ჰიტის შთაგონების წყაროდ ქართველი ქალი, ტაქსის თბილისელი მძღოლი, იქცა?
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ The Lumineers-ის სოლისტი, უესლი შულცი, ცოლთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მისი ცოლი, ბრენდი, აქ თავის საკურსო თემაზე მუშაობდა. სწორედ საქართველოში ყოფნისას გაიცნო წყვილმა ქალი, სახელად მანანა, რომელიც თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
"ტაქსის მართავდა, მაგარი ტიპი იყო — აეროპორტში დაგხვდებოდა, ხელში სიგარეტით და ფეხებს შორის ლუდის ქილით", — ჰყვება შულცი.
მომღერლის თქმით, ინსტაგრამისა და ცხოვრების ყალბად ასახვის ტენდენციის ეპოქაში მანანა მისთვის რეალისტურობის განსახიერებად იქცა.
"იგი თანაგრძნობას არ ითხოვდა და ცხოვრებას მედეგი შეუპოვრობით უყურებდა", — ამბობს მომღერალი.
ტაქსის მძღოლით მოხიბლულმა წყვილმა მანანას ცხოვრებისეული ამბავიც მოისმინა და სწორედ ეს იქცა ახალი სიმღერისთვის ინსპირაციად.
"16 წლის იყო, ბიჭი რომ შეუყვარდა", — ჰყვება მანანას ამბავს შულცი, — "თუმცა, მაშინ, როცა ბიჭმა დაქორწინება შესთავაზა, მამამისი გარდაიცვალა, მანანამ კი ვერ უპასუხა. ასე რომ, ბიჭი გულგატეხილი და უარყოფილი გაშორდა და პატარა ქალაქიდან წავიდა. ქალს იგი აღარასდროს უნახავს. წასვლისას ბიჭს ნოხზე თურმე ტალახის კვალი დაუტოვებია, მანანას კი ის აღარ გაურეცხავს".
როცა ჩემს საწოლთან ჩაიმუხლე და ხელი მთხოვე,
შავ კაბაში გამოწყობილს გული მომეწურა.
მამაჩემი სასახლეში იწვა, არანაირი ჩანაფიქრი აღარ მქონია.
მერე კი ნაკვალევი დარჩა, ნოხზე დამჩნეული ტალახი,
რომელმაც გული ისე დამიმძიმა, როგორც შენმა წასვლამ.
ასე დაიბადა მომავალი მსოფლიო ჰიტის იდეა. სიმღერა, სახელწოდებით კლეოპატრა, რომელიც მანანას ისტორიას ჰყვება, 2016 წელს გამოვიდა. ჯგუფის ბევრი სხვა სიმღერისგან განსხვავებით, მის ტექსტში პროტაგონისტი ქალია, რომელსაც ეგვიპტის დედოფლის სახელი ჰქვია. ეს ერთგვარი ალუზიაა კლეოპატრაზე, როგორც ახალგაზრდული ამბიციის არქეტიპზე.
"ხშირად გვეკითხებიან, რატომ კლეოპატრა", — ამბობს შულცი, — "ეს სახელი სიმღერას ყველაზე მეტად შეეფერებოდა, რადგან მასში თავდაჯერებულ ახალგაზრდა გოგოს ვხვდებით. თუმცა, როცა წლების შემდეგ იგი ამ დროს იხსენებს, ხვდება, რომ ახალგაზრდობაში ყველანი სხვადასხვა ნიღაბს ვირგებთ მსახიობებივით. მეტისმეტად გვჯერა სამყაროსი და საკუთარი თავის, მაგრამ ამ რწმენის გასამტკიცებლად გამოცდილება არ გვყოფნის".
ასე რომ, ახლა ტაქსის ვმართავ, მოძრაობა კი ყურადღებას მატანინებს
უკანა სავარძელზე მსხდომი მგზავრებიდან, რომლებიც შენს თავს მახსენებენ.
"შესაფერისი ადამიანი შეუფერებელ დროს" — სწორედ ეს იდეა გააცოცხლა მანანას ისტორიასთან ერთად The Lumineers-ის სიმღერამ.
"ეს ლამაზი, რომანტიკული და იმედისმომცემი ამბავია, თუმცა, ამავდროულად, ტრაგიკულიც", — აცხადებს ამერიკული ჯგუფის სოლისტი, — "თუკი [მანანა] ოდესმე ამ სიმღერას მოისმენს, მინდა, მისით დაფასება იგრძნოს".
დავაგვიანე, დავაგვიანე, ჩემი ცხოვრების სიყვარულს ვერ მივუსწარი,
და როცა მარტო მოვკვდები, სიკვდილს მაინც მივუსწრებ.
ბრენდი შულცი კი საქართველოში წლების შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში ისევ დაბრუნდა — ამჯერად შვილებთან ერთად. ქვეყნით მოხიბლულმა თავის ინსტაგრამზე მოგზაურობის ამსახველი ფოტოებიც გაგვიზიარა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები