5 თაღლითური სქემა — როგორ ავირიდოთ თავი კიბერდამნაშავეების ხრიკებისგან?
ფოტო: Pinterest
თუ სხვადასხვა ვებგვერდის დათვალიერებისას უეცრად დიდი თანხა "მოგიგია", ან თუ მეილზე კომპანიები საჩუქრის შესახებ გწერენ და თან პერსონალურ მონაცემებსაც გთხოვენ, ესე იგი კიბერდანაშაულის პოტენციური მსხვერპლი ყოფილხარ. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკა და ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, კიბერდანაშაულიც ყოველდღიურად ვითარდება და ახალ-ახალ ფორმებს იძენს.
არ დაგავიწყდეს, რომ კიბერდამნაშავეების ამოცნობა არც ისე მარტივი საქმეა და ჩვენს მოსატყუებლად ისინი საკმაოდ ბევრ ხერხს იყენებენ. რადგან კიბერდანაშაულისგან არავინაა დაზღვეული, სტატიაში 5 ყველაზე გავრცელებულ თაღლითურ სქემას გიზიარებთ და იმასაც გირჩევთ, თუ როგორ უნდა აარიდოთ თავი კიბერთაღლითების ხრიკებს.
ფოტო: Pinterest
სქემა №1 — ვებგვერდზე განთავსებულ შენს ნივთს ყიდულობენ ან უძრავ ქონებას ქირაობენ
როცა WhatsApp-სა და Viber-ში ინტერნეტში განთავსებული ნივთის შესახებ შეკითხვას გწერენ, ალბათ, ეს ამბავი ნაკლებად გაკვირვებს. თუმცა ამ ტიპის კიბერდანაშაულის დროს, ინტერნეტთაღლითები ბარათის მონაცემებს გთხოვენ და არა ანგარიშის ნომერს, რათა ნივთის ყიდვა შეძლონ და თანხა ჩარიცხონ. რეალურად კი, ისევ პირადი მონაცემების გაგებასა და მითვისებას ცდილობენ.
იგივე ხდება, როცა უძრავი ქონების გაყიდვა ან გაქირავება გვსურს და ვებგვერდებზე ჩვენს საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ვუთითებთ. კიბერთაღლითები კი სწორედ ამას იყენებენ და თანხის ჩასარიცხად ბარათის მონაცემებს ან პირდაპირ გთხოვენ, ან ვითომ ბანკის გზავნილის ბმულს გიგზავნიან, რომელიც პირადი მონაცემების შევსებას ითხოვს. ორივე შემთხვევაში თუ მათ ინსტრუქციებს მიჰყვები, მახეში მარტივად გაებმები.
რჩევა:
კარგად დააკვირდი შეტყობინების შინაარს და გახსოვდეს, რომ გაყიდული ნივთის საფასურის მისაღებად მხოლოდ ანგარიშის ნომრის გაზიარებაა საჭირო და არა — ბარათის ნომრის, ვადის გასვლის თარიღისა და უსაფრთხოების კოდის. გარდა ამისა, თუ Mymarket-ით სარგებლობ, უნდა იცოდე, რომ მას არ აქვს მომსახურება ან ვებგვერდი, სადაც ნივთის გასაყიდად ბარათის მონაცემების — მისი 16-ნიშნა ნომრის, ვადის გასვლის თარიღისა და უსაფრთხოების კოდის შეყვანა დაგჭირდება. აქ ვაჭრობისთვის მხოლოდ ანგარიშის ნომერი დაგჭირდება და თუ ვინმე პირად მონაცემებს გთხოვს, ესე იგი კიბერდანაშაულის შემთხვევასთან გაქვს საქმე.
ასევე, არასდროს გადახვიდე საეჭვო ბმულებზე და რაც მთავარია, არ შეიყვანო შენი პირადი მონაცემები! თუ შეტყობინების ავტორის ინსტრუქციას მიჰყვები, ის შენს პირად მონაცემებს მოიპოვებს, და მიითვისებს შენს იდენტობას. ისევ გახსოვდეს, რომ თანხის ჩასარიცხად საბანკო ანგარიშის ნომერი სრულიად საკმარისია!
ფოტო: Twitter
სქემა №2 — ნაცნობი კომპანია გთხოვს, რომ უსაფრთხოებისთვის პაროლი განაახლო
ასეთ დროს ის კომპანია, რომლითაც მანამდეც გისარგებლია, ტელეფონზე ან სხვა სოციალურ ქსელებში SMS გწერს და გთხოვს, რომ პაროლი დაუყოვნებლივ უნდა განაახლო. ამისთვის კი კონკრეტულ ბმულს გიგზავნის და გადასვლას გთხოვს. არ არის რთული მისახვედრი, რომ ბმულზე გადასვლითა და პაროლის შეცვლით მთელ ინფორმაციას თაღლითებს აძლევ.
რჩევა:
დააკვირდი იმ კომპანიის სახელს, რომლისგანაც შეტყობინებას იღებ. კიბერდანაშაულის დროს კომპანიის დასახელება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდება რეალური კომპანიის სახელისგან, რაც რთული შესამჩნევია. იგივე ხდება მათ მიერ გამოგზავნილი ვებგვერდის ბმულის შემთხვევაშიც — გაყალბებული ვებგვერდის მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს რეალურისგან.
ფოტო: Twitter
სქემა №3 —საოცნებო ნივთს ნაცნობ ვებგვერდზე ძალიან იაფად გთავაზობენ
ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია და კიბერთაღლითები სწორედ ამით სარგებლობენ. ისინი ცნობილი ვებგვერდების მსგავს ვერსიებს ძალიან მარტივად ქმნიან, რომლებზეც სინამდვილეში არაფერი იყიდება. მომხმარებელი სასურველი ნივთის შესაძენად თანხას რიცხავს, რეალურად კი არაფერს ყიდულობს.
რჩევა:
ონლაინვაჭრობისას თანხის გადახდამდე ყველაფერი დეტალურად უნდა შეამოწმო. მაგალითად, ონლაინ მაღაზია Mymarket.ge ქართულ ბაზარზე საკმაოდ ცნობილია, თუმცა თაღლითები მიმსგავსებულ ვებგვერდებს ქმნიან და მომხმარებლებს ატყუებენ. კარგად დააკვირდი ვებგვერდის მისამართს, რადგან გარეგნული მსგავსების მიუხედავად, ერთი ან რამდენიმე ასო მაინც იქნება შეცვლილი.
თუ Mymarket.ge-ის მსგავს ვებგვერდზე ტრანსპორტირების სერვისისთვის ბარათის მონაცემებს გთხოვენ, მაშინ კიბერთაღლითობას აქვს ადგილი. რეალურად, Mymarket.ge-ზე ხელმისაწვდომია მეორადი ნივთების ტრანსპორტირების სერვისი, თუმცა მის გამოსაყენებლად ბარათის ნომრის, ვადის გასვლის თარიღისა და უსაფრთხოების კოდის (CVV) ჩაწერა საჭირო არაა.
სქემა №4 — უცხოური ნომერი გირეკავს და კანონდარღვევისთვის ჯარიმის გადახდას გთხოვს
სატელეფონო ზარები პირადი მონაცემებისა და ფულის გამოძალვის ერთ-ერთი საშუალებაა. როცა უცხოური ნომერი გირეკავს და კანონდარღვევის შესახებ გაცნობებს, ამ დროს შენი დაბნევა და შეშინება სურთ. იმისათვის, რომ კანონდარღვევას მცირე ჯარიმით გადაურჩე, თანხის ჩარიცხვას გთავაზობენ, რეალურად კი არაფერი დაგიშავებია.
რჩევა:
გახსოვდეს, რომ მოქალაქეებს პოლიციიდან ან სახელმწიფო ორგანოდან დაკავშირებისას დაუყოვნებლივ ჯარიმის გადახდას არავინ მოსთხოვს. საუკეთესო შემთხვევაში, უცხოურ ან დაფარულ ნომერს არ უნდა უპასუხო, თუ მსგავს ზარს არ ელოდები. პასუხის შემდეგ კი, თუ მსგავს შემოთავაზებას მოისმენ, შეგიძლია ზარი მაშინვე გათიშო და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობო.
ფოტო: Twitter
სქემა №5 — ნაცნობი ორგანიზაცია გწერს, რომ მეილზე მიბმული ფაილი გადმოწერო
ერთი შეხედვით, აქ რა პრობლემა უნდა იყოს? ალბათ, საჭიროა, რომ როგორც მომხმარებელმა, მიბმული ფაილი აუცილებლად გახსნა და ამიტომაც გიგზავნიან. არა, რეალობა ეს სულაც არ არის და ფაილის გადმოწერით შენს მოწყობილობასა და პირად ინფორმაციაზე წვდომას უცხო ადამიანს აძლევ.
რჩევა:
პირველ რიგში, დააკვირდი მეილის გამომგზავნის მისამართს, რომელიც უმეტესად მხოლოდ რამდენიმე სიმბოლოთი განსხვავდება რეალური ორგანიზაციის მეილისგან. ამასთანავე, არასდროს გახსნა მეილზე მიბმული საეჭვო ფაილები და არც საეჭვო ბმულებზე გადახვიდე. თუ მეილს საეჭვოდ ჩათვლი, ყოველთვის შეგიძლია კომპანიას ნომრის ან იმ მეილის მეშვეობით დაუკავშირდე, რომელიც ოფიციალურ გვერდებზე აქვს მითითებული და გაარკვიო, შეტყობინება მათ ეკუთვნოდათ თუ არა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები