გურამ მაჭარაშვილი

17 Aug. 2022, 15:15

სუბიექტურია ამერიკის საელჩო, იმ შემთხვევაში, როცა მხოლოდ ერთ მხარეში ხედავს, თავისი გადმოსახედიდან, ნაკლს და ნეგატივს, ხოლო რადიკალურ ოპოზიციაში ამას ვერ ხედავს. აქედან გამომდინარეობს, ბუნებრივია, ეს ლოგიკა.

[...] რასაც საქართველოს საზოგადოება ემიჯნება, ეს არის ომი რიტორიკა და არეულობა ქვეყანაში, ამას არ ემიჯნება ცოცხალი თავით ამერიკის საელჩო.

[...] ის, სამწუხაროდ, შეურაცხმყოფელი კითხვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და შეთქმულებებზე საუბრობს. საინტერესოა, რა არის შეთქმულება, მისი აზრით? ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე, ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში საელჩოს უნდა განსაზღვროს როგორი იყოს?

აცხადებს ქართული ოცნებიდან წასული გურამ მაჭარაშვილი. დღეს აშშ-ის ელჩმა წასული ოთხეულის განცხადებებს კონსპირაციული უწოდა და აღნიშნა, რომ პოლარიზაცია არა პარტნიორებისგან, არამედ შეუსრულებელი დაპირებებისა და ანტიდემოკრატიული ქმედებებისგან მოდის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…