ახალ წერილში გოგაშვილი ჰყვება, როდის, რამდენჯერ და რაზე ელაპარაკა გომელაური
ფოტო: სოსო გოგაშვილი / FB
სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ისევ შინაგან საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციაზე საუბრობს. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ეს სატელეფონო საუბრები ვახტანგ გომელაურს არ დაუდასტურებია.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 11 აგვისტოს ადვოკატმა განაცხადა, რომ შს მინისტრი გოგაშვილს ციხეში ტელეფონზე ესაუბრა და დაემუქრა.
- როგორც გოგაშვილი ამბობს, გომელაურს საშხაპიდან ალაპარაკეს და კონკრეტულ პირობებზე დათანხმება მოსთხოვეს, რაზე პასუხის გასაცემადაც ოჯახთან კონსულტაცია მოითხოვა და შეახვედრეს კიდეც.
- ოჯახის ციხეში ვიზიტი იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა — რატი ბრეგაძე ამტკიცებდა, რომ ეს პატიმრის თხოვნით და კანონის სრული დაცვით მოხდა.
- ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა გოგაშვილს პაემნების უფლება, რაზეც ბრეგაძემ გაიმეორა, რომ კანონი დაცული იყო და აღნიშნა, რომ გოგაშვილის "ქცევა ძალიან დადებითი იყო" და ეს "გარკვეული წახალისების ღონისძიების სახით" მოხდა.
-
ჟურნალისტებმა არაერთხელ დაუსვეს მინისტრს კითხვა საშხაპეში გაყვანის ეპიზოდზე, რასაც ასე უპასუხა: "ზოგადად, ყველა პატიმარი სარგებლოს საშხაპეში შესვლის უფლებით, მათ შორის ბატონი გოგაშვილი".
- სხვა დეტალებზე მინისტრს არ უსაუბრია, ამ წერილში კი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სწორედ მათზე ამახვილებს ყურადღებას.
რას წერს გოგაშვილი: ამბობს, რომ საშხაპეში გაჰყავდათ მაშინაც, როცა გრაფიკით ეს არ ეკუთვნოდა, რათა მინისტრთან ესაუბრა.
- მისი თქმით, გომელაურს სხვადასხვა დროს საშხაპიდან ჯამში 4-ჯერ ესაუბრა და პერიმეტრს, რომელსაც იქ შესვლამდე გადიოდა, 7 კამერა აკონტროლებს.
- მისივე თქმით, რამდენიმე გასვლისას დერეფანში ბადრაგი არ ყოფილა.
პირველი საუბარი: ამბობს, რომ გომელაურს 28 ივლისს ესაუბრა, როცა ბადრაგმა საშხაპეში შეიყვანა, სადაც დაწესებულების დირექტორი, ზურა მოდებაზე დახვდა, რომელმაც ტელეფონზე მიუთითა.
- "[გომელაურმა] გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ", — ამბობს გოგაშვილი.
- მისი თქმით, გომელაურმა ჰკითხა, უჩნდებოდა თუ არა კითხვა, რატომ "არ შეუვარდნენ და ჩაუდეს" იარაღი კვირიკაშვილსა და გახარიას და უნდა მიმხვდარიყო, რომ ყველაფერი "მისი საქციელის გამო გაუკეთეს".
- როგორც ამბობს, საუბრის ბოლოს მინისტრმა გააფრთხილა, რომ ისევ დაურეკავდა და მანამდე მოსალოდნელ შედეგებზე უნდა ეფიქრა.
მეორე საუბარი: წერილის მიხედვით, მოდებაძემ საშხაპეში მეორე დღესაც გაიყვანა, გომელაურმა ისევ დაურეკა, ჰკითხა რა გადაწყვიტა და პირობები დაუსახელა: უნდა გაეჩერებინა ყველანაირი აქტივობა მის და ოჯახსაც, მიეცა სასურველი ჩვენებები აფგან მუხთარლისა და არჩევნების გაყალბების საქმეზე.
- წერს, რომ უარის შემთხვევაში მინისტრმა "მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე" გააფრთხილა.
- მისივე თქმით, უთხრა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ოჯახთან გასაუბრება სჭირდებოდა, რაზეც გომელაური დაპირდა, რომ მათ ხვალვე შეახვედრებდა.
- გოგაშვილი ამბობ, რომ ოჯახის წევრებს შაბათს, საღამოს საათებში შეახვედრეს და მათთან ბრძოლის გაგრძელებაზე შეთანხმდა და "მტკიცებულებების შესაგროვებლად" დრო ითხოვა.
მესამე საუბარი: მისი თქმით, პირველ აგვისტოს საშხაპეში გასვლა აღარ უწევდა, თუმცა საკანში მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე, გვარად ხარიტონაშვილი შევიდა და უთხრა, გაჰყოლოდა.
- ამბობს, რომ გომელაურმა ისევ დარეკა და ჰკითხა, რა გადაწყვიტა ოჯახმა, რაზეც უთხრა, რომ პასუხს ელოდებოდა.
- გოგაშვილის მტკიცებით, საუბრის დასრულების შემდეგ ხმამაღლა ლაპარაკის იმიტაცია გააგრძელა — დააფიქსირა ნომერი, რომლითაც ირეკებოდა და ასევე, გამოიყენა წებოვანი ფირი ანაბეჭდების ასაღებად.
- მისივე თქმით, 3 აგვისტოს, დაპირებისამბერ, მათთან მეორედ შეუშვეს ოჯახის წევრები და ეს შეგროვებული მტკიცებულებები მათ გადასცა.
მეოთხე საუბარი: წერილის მიხედვით, გომელაურმა გოგაშვილს 5 აგვისტოს დაურეკა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხა, მან კი პირობების შესრულებაზე უარი განუცხადა.
- "ვახტანგ გომელაურმა მიპასუხა, რომ მე ვუშვებდი ძალიან დიდ შეცდომას და ამის შედეგებს ძალიან მალე დავინახავდი. მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი", — წერს ის.
არქივიდან: გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წაყენებული.
- დაკავების შემდეგ სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა არაერთი მამხილებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველ გუნდს ადანაშაულებდა — მათში გომელაურიც ფიგურირებდა.
- გარდა ამისა, მან NGO-ებს გადასცა დოკუმენტები, რომლებიც მისი თქმით, არჩევნებში სუს-ის ჩართულობას და ამომრჩევლის დაშინებას ასახავს.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები