EMC და პროფკავშირები ვენეციის კომისიას სოციალური უფლებების პრობლემის შესახებ მიმართავენ
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (GTUC) ვენეციის კომისიას მიმართეს, მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში სოციალური უფლებების მიმართულებით პრობლემური საკითხების შესახებ.
საარსებო მინიმუმის უფლებრივი სტანდარტი
კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მიხედვით, საარსებო მინიმუმის შესახებ ჩანაწერი ადამიანის უფლებების თავიდან ზოგადი დებულებების თავში გადანაცვლდა. საარსებო მინიმუმის კონცეფცია ამ დრომდე სუბიექტური უფლების სახით არსებობს ქართულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სისტემაში, ხოლო მოსალოდნელი ცვლილება უფლებრივ სტანდარტს აუარესებს. დამატებით, დაგეგმილ ცვლილებათა მიხედვით, სოციალური სახელმწიფოს იდეის რეალიზებისკენ სწრაფვა აუცილებლად ნიშნავს მისი შესაბამისი მინიმალური უფლებრივი სტანდარტებით გაძლიერებას, ხოლო საარსებო მინიმუმის შესახებ ჩანაწერის ზოგადი დებულებების თავში გადატანა ამ მიზნის კონტრპროდუქტიულია.
კონსტიტუციის 39-ე მუხლი
კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის მიხედვით, მოქმედი რედაქციის 39-ე მუხლი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავიდან, ზოგადი დებულებების თავშია გადატანილი. EMC-ის მიჩნია, რომ ის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თავში უნდა შენარჩუნდეს. ორგანიზაცია პრობლემად მიიჩნევს, რომ სავარაუდო ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აღნიშნული ნორმით შესაბამისი სუბიექტების მიერ დავის წარმოებას გამორიცხავს.
ასევე, EMC-სთვის ბუნდოვანია, რამდენად არსებობს საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებულ სხვა უფლებებში იმ უფლებების ამოკითხვის რესურსი, რომელიც კონსტიტუციით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული: "მითითებულ გაუარესებას სავარაუდოა, რომ გავლენა ექნება არაერთ უფლებასთან მიმართებით, თუმცა, კონსტიტუციის ტექსტში სოციალური უფლებების სიმწირის გათვალისწინებით, შესაძლოა, მან განსაკუთრებულად ნეგატიური ეფექტი იქონიოს სოციალურ და ეკონომიკურ უფლებათა დაცვითი სტანდარტების დაწევის კუთხით".
შრომის უფლება და უმუშევრობის საკითხი
საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის 30-ე მუხლს მე-4 პუნქტი („შრომითი უფლებების დაცვა, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვანისა და ქალის შრომის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“), საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ პროექტში ამოღებულია და სავარაუდოდ ნაგულისხმევია ჩანაწერში „შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით“. EMC-ის მიმართვაში აღნიშNულია, რომ მნიშვნელოვანია, კონსტიტუციაში შრომის უფლების ცალკეული ასპექტების ხაზგასმა შენარჩუნდეს, რამდენადაც ის ცხადად აჩვენებს იმ უფლებრივ შინაარსს, რაც განსაკუთრებული დაცვის საგანი უნდა იყოს კონსტიტუციური პერსპექტივიდან.
ასევე, პროექტის თანახმად, კონსტიტუციის მოქმედი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში, უფლებათა თავის კატეგორიიდან ასევე ზოგად დებულებებში გადანაცვლდა:
"აღნიშნული ცვლილებით, კონსტიტუციაში აღარ იკითხება სახელმწიფოს პროგრესიული ვალდებულება, შეიმუშავებდეს ქმედით დასაქმების პოლიტიკას და ზრუნავდეს მის რეალიზებაზე, რაც არსებულ კონსტიტუციურ სტანდარტს აუარესებს და ის დღეს მოქმედი ფორმით უნდა შენარჩუნდეს".
შრომის უფლების დაცვაზე ეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა
ამ ნაწილში მიმართვა ხაზს უსვამს, რომ მოქმედი კონსტიტუცია არ შეიცავს ჩანაწერს სახელმწიფოს მიერ შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვის/ზედამხედველობის შესახებ, თუმცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში არსებობდა თანხმობა კონსტიტუციაში ამგვარი შინაარსის ჩანაწერის საჭიროების შესახებ, რაც მოგვიანებით გადასინჯვის პროექტიდან გაქრა:
"საკითხის მნიშვნელობის უგულვებელყოფის გარდა, პრობლემურია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ყველა მხარეს გავლენის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონდა. კერძოდ, საჯარო შეხვედრებისას აღინიშნა, რომ კომისიაში მიღწეული კონსესუსის შეცვლის თაობაზე გადაწყვეტის პროცესში კონსულტაციები ბიზნეს გაერთიანებებთან გაიმართა, მაშინ როდესაც არცერთ ეტაპზე კონსულტაციები პროფესიულ კავშირებთან არ გამართულა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები