Galaxy Z Flip4 და Z Fold4-ის წინასწარი შეკვეთა დაიწყო
18 აგვისტოს სამსუნგ ელექტრონიკს კავკასიის კომპანიამ ახალი Galaxy Z Flip4|Fold4 დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების პრეზენტაცია გამართა. უკვე დღეიდან დაიწყო ამ მოდელების წინასწარ შეკვეთები. 19 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით, Galaxy Z Fold4-ისა და Z Flip4-ის სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორებთან წინასწარი შეკვეთის შემთხვევაში, საჩუქრად Galaxy Watch4-სა და ეკრანის 1 წლიან გარანტიას მიიღებ.
პრე-ორდერის პერიოდში მოქმედებს Trade-In აქციაც — შეგიძლია მიიტანო შენი არსებული სმარტფონი, გაცვალო უახლეს დასაკეც ეკრანიან ფლაგმანზე და მიიღო განსაკუთრებული ფასდაკლება. ყოველთვის გახსოვდეს, რომ შეიძინო სამსუნგის სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.
შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს გლობალური პრეზენტაციის დროს, კომპანიამ ახალი თაობის დასაკეც ეკრანიანი სმარტფონები წარადგინა.
Samsung Galaxy Z Flip4 — დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების ინდუსტრიის ყველაზე ელეგანტური და თვალწარმტაცი წარმომადგენელია, რომელშიც წინამორბედ მოდელებთან შედარებით გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური მხარე, ასევე ტექნიკური შესაძლებლობები. Z Flip4 წარმოადგენს დღეისათვის ყველაზე უჩვეულო და არასტანდარტული ფორმის სმარტფონს და შექმნილია იმისათვის, რომ იქცეს თავისი მფლობელის სტილის დომინანტურ აქსესუარად.
Galaxy Z Flip4-ის იდეა მარტივი და გენიალურია. დაკეცილ მდგომარეობაში ის წარმოადგენს მომცრო ზომის დახვეწილ და ელეგანტურ ნივთს პატარა, საკმაოდ ფუნქციური ეკრანით, ხოლო გაშლილ მდგომარეობაში ის იქცევა ძალიან თხელ, ფლაგმანურ Galaxy სმარტფონად. უნიკალური დასაკეცი მექანიზმის წყალობით, Galaxy Z Flip4 გვთავაზობს კამერის სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას. ე.წ. Flex რეჟიმში შესაძლებელია მივიღოთ კამერის სასურველი რაკურსი და გადავიღოთ ფოტო და ვიდეო დისტანციურად, ხელის ან დამატებითი შტატივის გამოყენების გარეშე. აღსანიშნავია Samsung-ისა და Meta-ს პარტნიორობა, რის შედეგადაც ახალი Z Flip4-ის კამერის პროგრამული უზრუნველყოფა ოპტიმიზებულია პოპულარული სოციალური ქსელებისათვის (Facebook, Instagram, WhatsApp).
Galaxy Z Flip4 ძალიან დაცული სმარტფონია. დაკეცილ მდგომარეობაში მას ორივე მხრიდან Corning Gorilla Glass Victus+ იცავს, ხოლო სმარტფონის ჩარჩო ულტრათანამედროვე ბრონირებული ალუმინის შენადნობისგან შედგება. შიდა ეკრანი პოლიეთილენის ფირითაა დაცული ნაკაწრებისაგან, ხოლო უშუალოდ სმარტფონის კორპუსი დაცულია IPX8 სტანდარტით წყლისაგან. Galaxy Z Flip4-ის ეკრანი დატესტილია 200 000 დაკეცვა გახსნაზე დაკვირვების ქვეშ, რის შემდეგაც მისი მუშაობის მექანიზმში არაფერი შეცვლილა.
მიუხედავად იმისა, რომ Galaxy Z Flip4 მეტად სტილზე და დიზაინზე ორიენტირებული სმარტფონია, მასში სამსუნგი უმძლავრეს მახასიათებლებს იყენებს. Galaxy Z Flip4 აღჭურვილია Qualocmm-ის ფლაგმანური 4 ნანომეტრიანი Snapdragon 8 Gen 1 პორცესორით, 8GB LPDDR5 ოპერატიული მეხსიერებით და 256GB UFS 3.1 სტანდარტის ვინჩესტერით. Z Flip4-ში ელემენტის მოცულობა 3,700 mAh-მდე გაიზარდა, რომლის 50%-მდე დასამუხტად, სუპერ სწრაფი დამუხტვის მეშვეობით, მხოლოდ 30 წუთია საკმარისი.
Galaxy Z Flip4 ხელმისაწვდომია 4 ფერში: შავი, ლურჯი, ვარდისფერი და იასამნისფერი.
Samsung Galaxy Z Fold4 — ეს არის Samsung-ის მიერ შექმნილი ყველაზე მძლავრი, მულტიფუნქციური და ინოვაციური სმარტფონი. სტანდარტულ მობილურ მოწყობილობებთან შედარებით, ის ბევრად მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც პირველ რიგში მისი ფორმიდან და კონცეფციიდან გამომდინარეობს. სტანდარტული ზომის სმარტფონიდან, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 7.6 ინჩიანი ტაბი, რომელშიც ნებისმიერი ტიპის დავალების შესრულება უფრო სწრაფად, მარტივად და ხარისხიანად არის შესაძლებელი.
Z Fold4-ში რამდენიმე აპლიკაციაში პარალელურად მუშაობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულება ახლა ბევრად უფრო მარტივია. ამაზე პასუხისმგებელია სამსუნგის უახლესი ინტერფეისი One UI 4.1, რომელიც მაქსიმალურად არის მიახლოებული პერსონალური კომპიუტერის შესაძლებლობებთან. სამსუნგის Google-თან და Microsoft-თან თანამშრომლობამ, შესაძლებელი გახადა აპლიკაციებს შორის მარტივი ინტერაქცია და სმარტფონში მუშაობის გამოცდილების გაუმჯობესება. რაც შეეხება გარეთა ეკრანს, ის უსაზღვრო O ტიპის 6.2’’ ინჩიანი დინამიური AMOLED-ია ადაპტირებადი სიხშირით 120-სა და 48Hz-ს შორის. როგორც წინა Fold სერიის მოდელებში Fold4-ის გარეთა ეკრანით ნებისმიერი ფუნქციის შესრულება და ნებისმიერი აპლიკაციის გამოყენებაა შესაძლებელი.
როგორც ყველაზე მძლავრ და ინოვაციურ პროდუქტს შეეფერება, Galaxy Z Fold4-ში გამოყენებულია ამ დროისათვის მობილურ მოწყობილობების სამყაროში საუკეთესო 4nm-იანი Qualcomm-ის Snapdragon® 8 Gen 1 პროცესორი, 12GB LPDDR5 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერება და 256GB მოცულობის UFS 3.1 სტანდარტის მეხსიერება. მოკლედ რომ ვთქვათ Galaxy Z Fold4 წარმოადგენს მობილურ მოწყობილობებში დღეისათვის არსებული ყველზე მძლავრი კომპონენტების ნაკრებს, რომელსაც უნივერსალური დასაკეცი ეკრანი აქვს. აქ ასევე გვაქვს 5G ქსელის მხარდაჭერა, ორი SIM ბარათი და ელექტრონული SIM.
წინამორბედ მოდელთან შედარებით, Fold4-ში გამოიყენება გაუმჯობესებული 50 MP-იანი მთავარი კამერა გაზრდილი სენსორით და ახალი თაობის ოპტიკური სტაბილიზატორით. Galaxy Z Fold4-ში გამოიყენება ინოვაციური ეკრანს მიღმა ფრონტალური კამერა, რომელიც სტანდარტული გამოყენებისას არ ჩანს და მისი კონტური მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ფრონტალურ კამერას ვიყენებთ. ასეთი საინტერესო გადაწყვეტილება სამსუნგის მიერ შემუშავებული გამჭვირვალე პიქსელების ტექნოლოგიით გახდა შესაძლებელი.
Galaxy Z Fold4-ის დიდი და არასტანდარტული ფორმის ეკრანი იდეალურია S Pen-ით მუშაობისათვის და რა თქმა უნდა მას აქვს S Pen-ის მხარდაჭერა (თავსებადია მხოლოდ S Pen Fold Edition სერიასთან). S Pen-ის საშუალებით შესაძლებელია ეკრანიდან ნებისმიერი ზომისა და ფორმის ფრაგმენტის ამოჭრა უფონო ფორმატით, უცხოენოვან ტექსტებთან მუშაობისას სიტყვების თარგმნა, ხელნაწერის ბეჭდურ ტექსტად ქცევა, სრულყოფილი ციფრული ხატვის გამოცდილების მიღება, უფრო სწრაფი ნავიგაცია ინტერფეისში და მრავალი სხვა.
Galaxy Z Fold4 ხელმისაწვდომია 3 ფერში: შავი, მწვანე და კრემისფერი.
ამ მოდელების წინასწარი შეკვეთა სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებსა და მათი ვებგვერდების საშუალებით არის შესაძლებელი; ოფიციალური პარტნიორები არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი და ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონებს ოფიციალური ჰოლოგრამით ნახავ. გახსოვდეს — ჰოლოგრამა გიცავს.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები