ინდაურის ხორცის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის თქვენი რაციონის ნაწილად უნდა იქცეს
ფოტო: დიპლომატ ჯორჯია
ხორცის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ მდიდარი გემოს, კვებითი ღირებულებისა და მრავალფეროვანი რეცეპტების მიუხედავად, ხორცის ბევრ სახეობას ჯანმრთელობაზე საზიანო გავლენა აქვს. ქოლესტერინის მაღალმა შემცველობამ და იმ ფაქტმა, რომ ზოგიერთი ცხოველის ხორცი ძნელად მოსანელებელია, შესაძლოა მომნელებელ სისტემაზე ცუდად იმოქმედოს ან გულსისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებს შეუქმნას პრობლემა.
თუმცა, არსებობს ხორცის შედარებით ჯანსაღი სახეობები, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი კვების რაციონის განუყოფელ ნაწილად იქცეს და არც ჯანმრთელობაზე დარდმა დაგაკარგინოთ მადა. ინდაურის ხორცი სწორედ ამგვარია — მარტივად მოსანელებელი, დაბალი ცხიმიანობით გამორჩეული პროდუქტი და თანაც, საოცრად გემრიელი.
ამ სტატიაში ინდაურის ხორცის სასარგებლო თვისებების შესახებ წაიკითხავთ.
ინდაურის ხორცი ცილებით მდიდარია და ნაკლებად ცხიმიანი
ინდაურის ხორცი დაბალი ცხიმიანობით და ცილების სიმდიდრით გამოირჩევა. ამიტომ, თუ თქვენც თვლით, რომ ნაკლებად ცხიმიანი საკვები ორგანიზმისთვის ბევრად უკეთესია, დროა, ინდაურის ხორცი გასინჯოთ. ინდაურის ხორცში შემავალი ცილები ყველა მნიშვნელოვანი ამინომჟავის წყაროა. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ცილების მაღალი შემცველობის და დაბალი ცხიმიანობის გამო, ხორცი სწრაფად მზადდება და შეიძლება მალე გამოგიშრეთ, ამიტომ მომზადებისას აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოთ.
ინდაურის ხორცი B ვიტამინისა და მინერალების კარგი წყაროა
ინდაურის ხორცი B ჯგუფის ვიტამინების შეუცვლელი წყაროა, მასში მრავლადაა B3, B6 და B12 ვიტამინები, რაც ენერგიის შევსებისთვის, გონებრივი აქტივობისთვისა და სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესია.
ინდაურის ხორცი სელენიუმით, ფოსფორითა და რკინით მდიდარი პროდუქტია და ამიტომ ორგანიზმის გაჯანსაღების, იმუნიტეტის, ძვლებისა და ენერგიისთვის შესანიშნავი წყაროა. ხოლო, ინდაურის მუქი ხორცი, როგორიც ბარკალია, რკინით არის მდიდარი.
ინდაურის ხორცი გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს
ინდაურის ხორცის ყველა ჩამოთვლილი მახასიათებელი — ვიტამინები და დაბალი ცხიმიანობა ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენით გამოირჩევა. აღსანიშნავია ისიც, რომ წითელი ხორცის ჩანაცვლება კარდიოვასკულარული დაავადებების რისკს 19%-ით ამცირებს.
ინდაურის ხორცის გემოვნურ თვისებებს დაკონსერვებისასაც არ კარგავს
მაღალი ცხიმიანობით გამორჩეული ხორცისგან განსხვავებით, ინდაურის ხორცი ბევრად უკეთ ინახება და გემოვნურ თვისებებს გაყინვის, დაკონსერვების შემდეგაც არ კარგავს. თეთრი, ნაკლებად ცხიმიანი ხორცი ბევრად უკეთ ინახება, ამიტომ ინდაურის ხორცის გემო და არომატი ხელმისაწვდომ ფასად, ქილაში შენახულიც კი შეიძლება შენარჩუნდეს.
ფოტო: დიპლომატ ჯორჯია
მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეული ინდაურის ხორცის ქილის გასინჯვა საქართველოშიც შეგიძლიათ. 100% ინდაურის ხორცის ქილები Henry's Kitchen-ისგან უკვე ხელმისაწვდომია მაღაზიათა ქსელებში.
ჰენრის ქიჩენის თინუსის პროდუქტები საქართველოში 2015 წლიდან იყიდება, მის ასორტიმენტს კი ინდაურის ხორცის 4 სახეობაც დაემატა. მოთუშული ინდაურის ხორცით, ინდაურის მკერდით ზეითუნის ზეთში, ინდაურის პაშტეტითა და შემწვარი ინდაურის ხორცით მარტივ, ჯანსაღ და გემრიელ კერძებს მოამზადებთ და იგი თქვენი რაციონის განუყოფელ ნაწილად პირველივე გასინჯვის შემდეგ იქცევა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები