როგორია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საქართველოში?
ფოტო: თეგეტა
სიჩქარის გადაჭარბება, დარღვევით გასწრება, უწყვეტი ზოლის გადაკვეთა, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის წესების უგულებელყოფა, დისტანციის დაუცველობა - ეს და სხვა მრავალი მანკიერი ჩვევა, რომლებიც ქართველ მძღოლებსა თუ ქვეითებს ახასიათებთ, საბოლოოდ ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაში აისახება და არცთუ სახარბიელო შედეგებს წარმოგვიდგენს. თბილისსა თუ სხვა დიდ ქალაქებში მხოლოდ 2021 წელს 5900-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი გელა კვაშილავა თეგეტა ჰოლდინგის მიერ წამოწყებულ კამპანიას "იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე" ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი მსხვილი კომპანიის მიერ მსგავსი წამოწყება ერთი მხრივ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ცნობიერების ამაღლებას, ხოლო მეორე მხრივ მაგალითი ხდება სხვა კომპანიებისათვის, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და ხელი შეუწყონ გზებზე მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებას, რაც დღეისათვის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა.
ფოტო: თეგეტა
"მხოლოდ 2021 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 450 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 7700-ზე მეტი დაშავდა. კიდევ უფრო დიდია ისეთ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი, სადაც არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ავტომობილები და შედეგად, ქალაქში ისედაც გადატვირთული მოძრაობის პირობებში, დამატებითი საცობები წარმოიქმნა. აქედან გამომდინარე, პრობლემა და გამოწვევა ამ მხრივ საკმაოდ სერიოზულად დგას", — აცხადებს ექსპერტი გელა კვაშილავა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საგზაო მოძრაობის მონაწილეები არიან არა მხოლოდ ავტომფლობელები, არამედ ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისა და სკუტერის მძღოლებიც. კვაშილავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მობილობა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, საგზაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა ნებისმიერი მოქალაქისთვის თანაბრად მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. მისი თქმით, აუცილებელია, გზებზე დაინერგოს ურთიერთპატივისცემის კულტურა, დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები და ამაღლდეს ცნობიერება.
"ერთ-ერთი პრობლემა გზებზე მაღალი სიჩქარეა, რომელიც ქალაქში 40-50 კმ/სთ უნდა იყოს, ხოლო სკოლებთან - არაუმეტეს 30 კმ/სთ-ისა, რადგან ბავშვები ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ყველაზე მეტად დაუცველები არიან. 1 კმ/სთ-ით სიჩქარის შემცირება 4%-ით ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევის ალბათობას".
ექსპერტი ხაზს უსვამს ბიზნესის როლს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
"მნიშვნელოვანია, მსგავს კამპანიებს პერმანენტული ხასიათი ჰქონდეს. თეგეტა ჰოლდინგი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა და თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე შეუძლია სასიკეთო გავლენის მოხდენა. ცნობიერების ამაღლების არეალი და სანდოობა მის შემთხვევაში საკმაოდ მაღალი იქნება და მეტად იმოქმედებს ადამიანების ქცევის ცვლილებაზე. ვფიქრობ, თეგეტასგან მაგალითი სხვა კომპანიებმაც უნდა აიღონ. ბიზნესი, საზოგადოება და მთავრობა - პასუხისმგებლობას ყველა უნდა იზიარებდეს", — აცხადებს კვაშილავა.
ფოტო: თეგეტა
"მიუხედავად შეზღუდვებისა, რომლებიც დღეს გზებზე არსებობს, სტატისტიკა მაინც მძიმეა. ბევრი ავტოავარიის მიზეზი ისევ გადაჭარბებული სიჩქარე და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაა. ჩვენი კამპანიის მიზანი სწორედ საგზაო მოძრაობის კულტურის შესახებ საზოგადოებაში დისკუსიის დაწყებაა. მნიშვნელოვანია, ყველამ გავიზიაროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ერთად გადავდგათ ნაბიჯები უკეთესი საგზაო მოძრაობისთვის. მჯერა, რომ კამპანიის ფარგლებში შექმნილი დამატებითი 20 ნიშნით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ მანკიერ ქცევებს და მოვუწოდებთ, გახდნენ ძირეული ცვლილებების მონაწილეები", — ნათიკა ბერძული, "თეგეტა ჰოლდინგის" სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი.
თეგეტა ჰოლდინგის მიერ კამპანიისთვის შექმნილი ახლებური საგზაო ნიშნები, ერთი მხრივ, კონკრეტულ პრობლემებზე საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ფუნქციას ასრულებს, მეორე მხრივ კი, მოქალაქეებს ქცევის ცვლილებისკენაც უბიძგებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები