რას ამბობს ალექსანდრ დუგინი შვილის სიკვდილზე
ალექსანდრ დუგინის თქმით, დარია დუგინის მკვლელობა "უკრაინის ნაცისტური რეჟიმის ტერორისტული აქტია".
რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთში ვლადიმერ პუტინის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილი მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
-
უკრაინული მედიების ცნობით, ოკუპანტებმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულეს.
-
"ახლა პროპაგანდისტები აქტიურად ავრცელებენ ჰიპოთეზას, რომ მანქანა უკრაინელმა "ნაციონალისტებმა" ააფეთქეს", — წერს Unian.
კიდევ რას ამბობს დუგინი: დუგინის თქმით, მისი შვილი ლამაზი მართლმადიდებელი ქალი იყო, პატრიოტი, ომის რეპორტიორი, ცენტრალური ტელევიზიის ექსპერტი და ფილოსოფოსი.
- "ჩვენ გვჭირდება მხოლოდ გამარჯვება. ჩემმა ქალიშვილმა მისი ახალგაზრდა სიცოცხლე მის საკურთხეველს შესწირა. ამიტომ გთხოვთ, მიაღწიეთ ამას!", — აცხადებს დუგინი.
ვინ არის დარია დუგინა: ის პუტინის მთავარი იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის შვილია და ბოლო წლებში მამის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრედ მიიჩნეოდა.
- როგორც Meduza წერს, დუგინა დამოუკიდებელი "პოლიტოლოგისა" და პუბლიცისტის როლს ითავსებდა, ფსევდონიმით პლატონოვა.
- არაერთხელ გამოჩნდა რუსულ სამთავრობო მედიაში, სადაც პროსახელისუფლებო შეხედულებებს ავრცელებდა, აკრიტიკებდა დასავლეთს და უკრაინაში შეჭრას უჭერდა მხარს.
- 2021 წელს, რუსულ პირველ არხის გადაცემაში, რომელიც საომარი ისტერიის გაზრდას ემსახურებოდა, უკრაინას სანიტარული კორიდორი უწოდა, რომელიც "რუსეთს ევროპისგან აშორებს".
უკრაინაში შეჭრას დუგინამ საჯაროდ დაუჭირა მხარი და ტელეგრამის არხზე რუსეთის დიდებაზე იმპერიალისტური შინაარსის პოსტი გამოქვეყნა.
- ის ორჯერ მოხვდა დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სანქცირებულთა სიაში, რაზეც თქვა: "მათ უკეთესი ვერავინ იპოვეს და მე, რიგითი ჟურნალისტი შემიყვანეს, რომელსაც ქონება არ აქვს".
- ბრიტანეთის ხელისუფლებამ მისი დასანქცირება იმით ახსნა, რომ ხშირად ავრცელებდა დეზინფორმაციას, ხელს უწყობდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკასა და ქმედებებს, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას უთხრის ძირს.
- ივნისის შუა რიცხვებში ის აზოვსტალის ქარხანას ეწვია და პროპაგანდისტული რეპორტაჟი მოამზადა.
- თავის ბოლო მოხსენებაში კი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბუჩას მკვლელობები დადგმული იყო.
თანამშრომლობდა გამომცემლობასთან, რომელსაც შემოდგომაზე "წიგნი Z" უნდა გამოეცა — მეგობრობდა მის დამფუძნებელთანაც.
- გამოცემის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ წიგნში ომის მონაწილეებისა და თვითმხილველების მიერ მოთხრობილი ამბები უნდა შესულიყო.
- ამ ისტორიების დაწერას სხვებთან ერთად, აპირებდა დუგინაც — 21 აგვისტოს გამომცემლობამ განაცხადა, რომ მას მასალა მალე უნდა წარედგინა.
- ახლა ისინი დუგინას სტატიაზე დაფუძნებული ტექსტის გამოქვეყნებას აპირებენ და ამბობენ, რომ პუბლიკაციას მას მიუძღვნიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები