ოლენა ზელენსკა

23 Aug. 2022, 12:19

ყველგან უკრაინის დროშასაც ვხედავ. მე მას ვხედავ ლვოვის საავადმყოფოში დაჭრილი ჯარისკაცის პალატაში და პატარა გოგოს მკლავებში, რომლის მამაც არასოდეს დაბრუნდება ომიდან. მე ვხედავ დროშას, რომელსაც ლიტვის პირველი ლედი ატარებს, როდესაც ის უკრაინულ ცენტრს ხსნის და დროშას, რომელიც რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქის მასწავლებელს აქვს შემოხვეული, რადგან სურს, თავის მოსწავლეებს უკრაინულად ასწავლოს.

ჯილ ბაიდენთან შეხვედრის დროს მაგიდაზე ლურჯ და ყვითელ ყვავილებს ვხედავ და ვენაში წიგნების თაროზე ჩვენს ამაყ დროშას. მე ვხედავ დროშას ყველა ბავშვის ნახატზე, რომელიც ოცნებობს უკრაინაში, სახლში დაბრუნებაზე.

ჩვენი დროშა ახლა მთელმა მსოფლიომ ნახა. ოფიციალური პირები და მსოფლიო ვარსკვლავები მის ფერებში იცვამენ და მას მილიონობით სახლზე კიდებს უბრალო ხალხი, რომლებმაც უკრაინულ ოჯახებს თავშესაფარი მისცეს. ისტორიული შენობები განათებულია ლურჯი და ყვითელი ფერებით და ეს ფერები აუცილებლად დარჩება ისტორიაში, როგორც თავისუფლებისა და ურთიერთთანადგომის ფერები, ფერები მასნპინძელი მიწის და იმედი გვაქვს, ძალიან მალე მშვიდობიანი ცის. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  4. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  5. საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?

მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.…