"მაკდონალდს საქართველოს" საერთაშორისო აღიარების შედეგად თბილისი მაკდონალდსის გლობალურ სიმპოზიუმს მასპინძლობს
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
თბილისი ევროპის დივიზიონის მაკდონალდსის რესტორნების განვითრების გლობალურ სიმპოზიუმს მასპინძლობს.
დედაქალაქი ღონისძიების მასპინძლად მას შემდეგ შეირჩა, რაც "მაკდონალდს საქართველო", როგორც რესტორნების განვითარების და ინოვაციური მოდელის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად დასახელდა.
ორდღიანი მასშტაბური სიმპოზიუმის ფარგლებში, თბილისს მოროკოს, მოლდოვას, სლოვენიის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ყაზახეთის "მაკდონალდსების" მაღალი რანგის პირები — გენერალური დირექტორები და განვითარების მენეჯერები ეწვევიან.
სიმპოზიუმის მთავარი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით მაკდონალდსის რესტორნების განვითარებისა და ინოვაციური დიზაინის დანერგვის პრაქტიკის გაზიარება, ამ მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობა და არსებული გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება, ამასთან ერთად მთავარი მიზანია მაკდონალდს საქართველოს მიერ ეფექტური მენეჯმენტის შედეგად მიღებული პროექტების ოპტიმიზაცია გამოყენებული და დანერგილი იქნას სხვადასხვა ქვეყნების მიერ.
გლობალური სიმპოზიუმის მასპინძელ ქვეყანად წელს საქართველო პირველად დასახელდა. ეს გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა "მაკდონალდს საქართველოს" რესტორნების განვითარების არსებული პრაქტიკის მსოფლიო მასშტაბით აღიარებისა და კომპანიის სამაგალითო მოდელად დასახელების შედეგად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს "მაკდონალდს საქართველო" მაკდონალდსის გლობალური ჯილდოს — "ოქროს თაღის" მფლობელი გახდა. ამ აღიარებით "მაკდონალდს საქართველო" გლობალურად მსოფლიოში მაკდონალდსის ფრენჩაიზების 1%-ში მოხვდა, ევროპის დივიზიონში კი მაკდონალდსის საუკეთესო პარტნიორად დასახელდა.
"2021-2022 წლის ფარგლებში საქართველო გლობალურად გამორჩეული მარკეტია. 'მაკდონალდს საქართველომ' ხარისხის შენარჩუნების ფონზე შეძლო მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის განხორციელება და ფოკუსირდა ლოკალური შესაძლებლობების აღმოჩენაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყეთ ხელი ადგილობრივი ბაზრის განვითარებას — მათ შორის ქართული წარმოების საკვები პროდუქციის მოყვანასა და მოხმარებას, საქართველოში წარმოებული ავეჯისა და სამშენებლო სექტორის განვითარებას. ბოლო ორ წელში 'მაკდონალდს საქართველოს' მიერ აშენებული და გახსნილი ახალი რესტორნები იყო ერთგვარი მნიშვნელოვანი გარღვევა როგორც ჩვენი, ასევე გლობალურად მაკდონალდსის ისტორიაში. საქართველოში მოქმედი ჩვენი ინოვაციური რესტორნები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მომხმარებლის ნდობა ერთობლიობაში აღიარებული იქნა საუკეთესო პრაქტიკად და 'მაკდონალდს საქართველო' სამაგალითო მოდელად იქნა მიჩნეული. შედეგად, ეს მიღწევა გახდა საფუძველი, რომ თბილისი მაკდონალდსის გლობალური სიმპოზიუმის მასპინძელი ქალაქი გამხდარიყო", — განაცხადა "მაკდონალდს საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.
გასულ თვეს "მაკდონალდს საქართველომ" ქვეყნის მასშტაბით რიგით მე-19 რესტორანი გახსნა. თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე ახალ რესტორანში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა. რესტორანი გამორჩეული, ეკომეგობრული კონცეფციისა — სახურავი მზის მიკროელექტროსადგურების პანელებით არის აღჭურვილი, ხოლო პარკინგზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს. აღსანიშნავია ისიც, რომ რესტორნის ტერიტორიის 70% სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც ქალაქის იერ-სახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.
მიმდინარე წელს თბილისში, ისნის რაიონში კომპანია კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, რომელშიც 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს. ორივე რესტორნის მშენებლობაში კი წელს ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს და 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.
საერთო ჯამში, "მაკდონალდს საქართველომ" 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში — 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 28 მილიონ ლარზე მეტია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები