იენს სტოლტენბერგი

23 Aug. 2022, 19:33

რვა წლის წინ რუსეთმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა და ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ზონად აქცია. 6 თვის წინ კი ის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის გამოიყენა. პრეზიდენტი პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების გატეხვა შეეძლო. ეგონა, რომ შეეძლო ჩვენი დემოკრატიული ერების გაყოფა. ასევე, ფიქრობდა, რომ შეეძლო ეკარნახა სხვებისთვის რა გაეკეთებინათ. პრეზიდენტი პუტინი შეცდა. დღეს უკრაინის ბევრი მეგობრის აქ ყოფნა ამის დასტურია. 

უკრაინა 6 თვეა ამ საშინელი ომით იტანჯება. მაგრამ თქვენ აჩვენეთ წარმოუდგენელი უნარი, შეეწინააღმდეგოთ სასტიკ აგრესიას — საპასუხო დარტმა განახორციელოთ, უკან დაიბრუნოთ ტერიტორიები და დიდი ზიანი მიაყენოთ რუსეთს. NATO სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საკუთარი თავის დაცვისა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…