GDI კომუნიკაციის კომისიის გადაწყვეტილებას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლად აფასებს
ფოტო: კადრი ვიდეო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ქართული ოცნების მოთხოვნით, კომუნიკაციის კომისიის მიერ მთავარი არხის დაჯარიმებასა და TV პირველისა და ფორმულას გაფრთხილებას ეხმაურება.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 კრიტიკულ ტელევიზიას მმართველმა პარტიამ #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში გამართული, 24 ივნისის აქციის კლიპის გამო უჩივლა.
- ქართული ოცნება ამ მედიებს ხშირად ესხმის თავს — არაერთი სარჩელი და სასამართლო საქმე კრიტიკული მედიების წინააღმდეგ ტოვებს აღქმას, რომ ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს მათ შეზღუდვას და მუშაობაში ხელის შეშლას.
-
კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო და მიაჩნიათ, რომ ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას.
-
მათი თქმით, TV პირველსა და ფორმულას ეს კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უფიქსირდებათ და ამიტომ გადაწყვიტეს მათი წერილობით გაფრთხილება.
-
ხოლო, მთავარ არხს, რომელიც მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშეა, კანონდარღვევა 4-ჯერ უფიქსირდება და წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
- გიორგი გაბუნიას განცხადებით, მთავარი არხი არ აპირებს ჯარიმის გადახდას და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
დეტალები: ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნება არ მალავს, რომ მათი მიზანი კომისიაში წარმოების გზით, პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი მესიჯების გავრცელების შეზღუდვაა, ეს კი დემოკრატიის საბაზისო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
- ისინი სამწუხაროს უწოდებენ იმას, რომ კომისიამ წინა პრაქტიკის მსგავსად, არც ამ შემთხვევაში გაითვალისწინა მედიების სამართლებრივად დასაბუთებული პოზიცია და საფრთხეები, რაც მედიის უკანონო, დაუსაბუთებელ შეზღუდვას ახლავს თან.
GDI-ში აღნიშნავენ, რომ კომისიის გადაწყვეტილების უკანონობაზე არაერთი ფაქტები მიუთითებს.
- მათი თქმით, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო იმ პირობებში, როდესაც საკითხის მომწესრიგებელი რეგულირება კანონმდებლობა არ არსებობს.
- "შესაბამისად, კომისიას არ გააჩნია არ იმის მანდატი წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა, შეაფასოს პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, ვინაიდან პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით არის შემოფარგლული".
- ორგანიზაცია განმარტავს, რომ შედეგად, კომისია საკუთარ უფლებამოსილებას გასცდა და პარლამენტის, ნორმაშემოქმედის ფუნქცია შეითავსა.
გარდა ამისა, მათი განცხადებით, თუ დავუშვებთ, რომ კომისიას საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილია, ისინი არ ხელმძღვანელობენ კანონმდებლობაში არსებული დეფინიციებით, რომელიც პოლიტიკური რეკლამების განსამარტად არის მოცემული.
- "შედეგად, დაუსაბუთებელია სადავო ვიდეო რგოლის პოლიტიკურ რეკლამად მიჩნევის საკითხი, მაშინ როდესაც ვიდეო არ აკმაყოფილებს პოლიტიკური და სოციალური რეკლამისთვის კანონში მოცემულ შესაბამის წინაპირობებს".
მათი განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ვიდეორგოლო საჯარო დისკუსიის საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, კომისიამ ის სოციალურ რეკლამად არ დააკვალიფიცირა.
- "გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ეფუძნება ქართული ოცნების სამომავლო საარჩევნო სუბიექტად დაკვალიფიცირებას, რაც გონივრულ ფარგლებს მოკლებულია, რადგან კანონმდებლობა ამ ცნებას არ სცნობს".
ორგანიზაციის შეფასებით, კომისიამ არც ევროსასამართლოს ზოგადი სტანდარტი გაითვალისწინა.
- GDI-ში გადაწყვეტილებას თვითნებურსა და დაუსაბუთებელს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის კრიტიკული მედიასაშუალებების დისციპლინირებას მიემართება.
- "კომისია არაგანჭვრეტადი სამართლებრივი წესის საფუძველზე გაუმართლებლად ლახავს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებრივ სფეროს და ძირს უთხრის მედიაპლურალიზმს, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ევროინტეგრაციის გზაზე".
არქივიდან: ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და ის არასაარჩევნო პერიოდში იყო გაშვებული.
- ტელევიზიების თქმით, რეკლამის მიზანი საზოგადოებისთვის 24 ივნისის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება იყო და არა რომელიმე პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირება.
- მათ განაცხადეს, რომ კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები