თურქეთში რუსეთის საკონსულოს თქმით, საქართველოში რუსი მოქალაქეების არშეშვების ფაქტები გახშირდა
ფოტო: On.ge
როგორც საკონსულო წერს, ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში, თურქეთის გავლით, რუსეთიდან მომავალ რუს მოქალაქეებს არ უშვებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ინტენსიურად შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შესაძლო საფრთხეებზე მიუთითებს.
- TI-ის ანგარიშის მიხედვით, იანვარ-ივნისში რუსეთიდან 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2019 წლის მონაცემებზე 3-ჯერ ნაკლებია.
- ეს საკითხი მმართველი გუნდის წევრების მხრიდან სპეკულაციის საგანია. მათ მოქალაქეთა პროტესტი ქსენოფობიად და დისკრიმინაციად შეაფასეს.
- მეტიც, ქართული ოცნების ლიდერებმა, ირაკლი კობახიძემ და მამუკა მდინარაძემ თქვეს, რომ "ქსენოფობია არის გოიმობა".
- ამავე ანგარიშის თანახმად, საქართველოში სულ 13 500-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
დეტალები: საკონსულოში ამბობენ, რომ მათთვის სარფის გამშვებ პუნქტზე ქართველი მესაზღვრეების მიერ შეშვებაზე უარი "როგორც წესი, დასაბუთებული და განმარტებული არ არის".
- ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლობის განცხადების მიხედვით, მათ შორის არიან უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის მაცხოვრებლები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.
- ასევე, წერენ, რომ საზღვარზე არ უშვებენ რუსეთის სხვა რეგიონებში მცხოვრებ პირებსაც, რომლებიც საქართველოში შემოსვლას თურქეთიდან ცდილობენ.
მათივე თქმით, აგვისტოს თვეში ასეთი შემთხვევები თითქმის ყოველ დღე აღირიცხა.
- გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ ეს ინფორმაცია გაითვალისწინონ.
რიცხვებში: შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ ოთხ თვეში, მარტიდან ივნისის ჩათვლით, სახელმწიფო საზღვარი რუსეთიდან 299 094-მა ადამიანმა გადმოკვეთა.
- საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში უცხო ქვეყნის რეზიდენტებმა საქართველოში 387 781 ვიზიტი განახორციელეს. აქედან რუსეთიდან 90 239 ვიზიტი განხორციელდა, წლიური ზრდა 502,9%-ია.
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშებიდან კი ირკვევა, რომ 2022 წლის მარტში რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 22 536 ვიზიტი განახორციელეს.
კონტექსტი: ომის შემდეგ არაერთხელ იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოში პუტინის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი თუ აქტივისტი არ შემოუშვეს.
- მათ შორის იყო რუსი ბლოგერი, ინსა ოგუზი, რომელსაც რუსეთში შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ქვეყნიდან გამოიქცა.
- ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ფემინისტი და ანტიპუტინისტი აქტივისტების რუსული პანკ ბენდის, Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრს, ოლგა ბორისოვას.
- ასევე, ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი მედიის, დოჟდის ჟურნალისტი, მიხეილ ფიშმანი.
ტურისტულ რეგიონებში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეა. ვრცელდება არაერთი ფოტო-ვიდეო და ზეპირი ისტორია იმაზე, რომ რუსები აპროტესტებენ ანტიოკუპაციურ პოსტერებს, ხმამაღლა უსმენენ რუსულ მუსიკებს და იწუნებენ უკრაინულს.
- გარდა ამისა, თბილისის ქუჩებში რამდენიმე ადგილას გაჩნდა რუსული ომის სიმბოლოდ ქცეული ასო Z, ამის ფონზე კი არაერთხელ გადაიღება ანტიოკუპაციური წარწერები.
- 15 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ერთ-ერთ ეზოში, რუსული დროშა იყო აღმართული — მოქალაქემ On.ge-სთან თქვა, რომ სახლი ჩაქვში მდებარეობს და გადაღებისას მას რუსი და ქართველი დაუპირისპირდა.
- 16 აგვისტოს ერთ-ერთმა მოქალაქემ გაავრცელა ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა ბათუმში, ზღვაზე ანტიოკუპაციური ბანერი დაუხია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები