სამსუნგის სარეცხი მანქანა AI Ecobubble™ ტექნოლოგიით — ჭკვიანი რეცხვა, უნაკლო სისუფთავე
ფოტო: სამსუნგი
დღესდღეობით, საოჯახო ტექნიკა წარმოადგენს საცხოვრებელი ინტერიერის და ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვან ნაწილს. გარდა პირველადი ფუნქციონალისა, მას ასევე ჭკვიანი და ჩვენზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება ევალება, რომელიც გაგვიმარტივებს საყოფაცხოვრებო საქმიანობას. სწორედ ასეთია სამსუნგის უახლესი, AI Ecobbuble™ ტექნოლოგიით აღჭურვილი სარეცხი მანქანების სამოდელო რიგი, რომელიც მრავალ ფუნქციასა და თანამედროვე ტექნოლოგიას აერთიანებს.
მოდი, დავიწყოთ თავად Ecobubble™ ტექნოლოგიით, რომელსაც სამსუნგის ერთგული მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს. სპეციალურ ეკო-გენერატორში ხდება ჰაერის, წყლისა და სარეცხის საშუალების ერთმანეთში წინასწარ შერევა, წარმოიქმნება ინტენსიური ქაფი, რომელიც 40-ჯერ უფრო სწრაფად აღწევს ქსოვილის ბოჭკოებში, ამოჰყავს ყველაზე რთულად ამოსაყვანი ლაქებიც კი (მაკიაჟი, ბალახი, ღვინო და ა.შ.). სწორედ Ecobubble™ ტექნოლოგიის წყალობით, ეს სარეცხი მანქანა არის ენერგოეფექტური — მოიხმარს ნაკლებ ელ. ენერგიას ვიდრე სხვა სტანდარტული სარეცხი მანქანები; ასევე, ნაზი ქაფის მიერ დამუშავებული დაბინძურებული კერები, არ აზიანებს დელიკატურ ქსოვილებსაც კი და უნარჩუნებს ფერს.
AI Control™ არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული რეცხვის სისტემა, რომელიც აანალიზებს რეცხვის ჩვევას, იმახსოვრებს ჩვენს მიერ ხშირად გამოყენებულ რეცხვის ციკლებს, არეგულირებს საჭირო პარამეტრებს და გვთავაზობს შესაბამის რეჟიმს. ციფრული ეკრანის საშუალებით, სარეცხი მანქანა გვაწვდის სასარგებლო და დეტალურ ინფორმაციას, შერჩეული რეცხვის რეჟიმის შესახებ. AI მართვის პანელით შესაძლებელია რეცხვის პერსონალიზირებული ციკლის დამატება, სახელწოდებით "ჩემი რეჟიმი", რაც კიდევ უფრო მეტად ამარტივებს სარეცხი მანქანის გამოყენებას და ზოგავს დროს. AI Wash™ ტექნოლოგიით, კი შესაძლებელია წყლისა და სარეცხი საშუალების დაზოგვა, რადგან იგი წარმოადგენს ოპტიმალურ რეცხვას სენსორული ტექნოლოგიით. კერძოდ, ოთხი სხვადასხვა სენსორი, მათ შორის სარეცხი საშუალების, წონის, მღვრიე წყლისა და წყლის დონის სენსორები, აანალიზებს რეცხვის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში ამატებს სარეცხ საშუალებას, აკონტროლებს გავლების პროცესს და ა.შ., იმისათვის რომ მივიღოთ რეცხვის უნაკლო შედეგი.
ამ ყველაფერთან ერთად, სარეცხი მანქანის ვიწრო ფიზიკური ზომის მიუხედავად (600 x 850 x 490 მმ ან ნაკლები), შესაძლებელია ერთჯერადად 9კგ-მდე სარეცხის გარეცხვა, რაც მიიღწევა დოლურის შიდა ზომის გაზრდით. ერთდროულად დიდი რაოდენობის სარეცხის გარეცხვა დაგვეხმარება დროის და ენერგიის დაზოგვაში, ასევე მოსახერხებელია საბნებისა თუ ფარდების გასარეცხად.
სამსუნგის AI Ecobubble™ ტექნოლოგიით აღჭურვილი სარეცხი მანქანები ხელმისაწვდომია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში (ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი), თეთრსა და შავ ფერებში. მათი ფასი კი 2000₾-დან 3500₾-მდე მერყეობს. 16 სექტემბრამდე შეძენისას, კი საშუალება გექნებათ ჩაერთოთ აქციაში და საჩუქრად მიიღოთ 500₾-მდე ვაუჩერი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები