აგვისტოში ინფლაციის დონე 10,9%-ია — რა გაგიძვირდათ ყველაზე მეტად
საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. აგვისტოს მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 10,9%-ით არის გაზრდილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ბოლო მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის, ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების გაძვირებამ მოახდინა.
- იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხარჯების ძირითადი ნაწილი სურსათზე მოდის, ინფლაცია მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემის შემქმნელია.
დეტალები: საქსტატის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის ჭრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში პროდუქცია 15,8%-ით არის გაძვირებული.
- ტრანსპორტის ჯგუფში — 15,6%-ით;
- საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიის და აირის ჯგუფში — 12,4%-ით;
- სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფში — 14,9%-ით.
ვრცლად: წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
- პური და პურპროდუქტები — გაძვირდა 32,4%-ით;
- რძე, ყველი და კვერცხი — გაძვირდა 20,8%-ით;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები — გაძვირდა 20,3%-ით;
- ზეთი და ცხიმი — 19,8%-ით.
გარდა ამისა, წლიურად, ყველაზე მეტად გაძვირებულია ყავა, ჩაი და კაკაო — 18,7%-ით.
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული — 18,6%-ით.
- თევზეული — 13,6%-ით;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები — 11,1%-ით;
- ხილი და ყურძენი — 2,5%-ით;
- ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე — 9,6%-ით.
სტრიქონებს შორის: მაღალი ინფლაციის საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ რეჟიმში ტოვებს, რაც რეფინანსირების განაკვეთის მაღალ ნიშნულზე, 11%-ზე შენარჩუნებით გამოიხატება.
-
რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
-
როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ.
-
გაძვირებული სესხების პირობებში ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.
ფართო სურათში: ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ უკრაინის მიმართ აგრესიის საპასუხოდ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეფერხებამ მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები მნიშვნელოვნად გააძვირა.
- საქართველოში გაზრდილია რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან გაზრდილი ხანგრძლივვადიანი ვიზიტები, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ბინის ქირა მკვეთრად და მყისიერად გაზარდა — სებ-ის შეფასებით ინფლაციაზე გავლენა ამანაც მოახდინა.
- "მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება".
- ეროვნული ბანკის მიზანია, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუახლოვოს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები