ნავის ჩაძირვის შემდეგ ბრაზილიელი მეთევზე 11 დღე ოკეანეში მაცივრით ცურავდა
ფოტო: Jonny Kennaugh / Unsplash
მაშინაც კი, როცა გადარჩენის შანსები ძალიან მცირეა, დანებება გამოსავალი არაა. სწორედ ამის დასტურია ერთი ბრაზილიელი მეთევზის ამბავი, რომელიც ცოტა ხნის წინ ღია ოკეანეში უნავოდ დარჩა და სასწაულებრივად გადარჩა კიდეც.
44 წლის რომუალდო მასედო როდრიგესი ატლანტის ოკენეში თევზაობდა, როცა მის 7-მეტრიან ხის ნავში წყალმა დაიწყო შეპარვა. როდრიგესმა თავის გადარჩენა ნავზე არსებულ მაცივარში ჩაჯდომით სცადა და გამოუვიდა კიდეც — ამ უცნაურ ხომალდზე 11 დღე გაატარა, სანამ სურინამის სანაპიროსთან სხვა მეთევზეები დაეხმარებოდნენ.
"სასოწარკვეთილი ვიყავი", — იხსენებს როდრიგესი, — "მეგონა, ჩემი აღსასრული დადგა. მაგრამ მადლობა ღმერთს კიდევ ერთი შანსისთვის. დავინახე, რომ მაცივარი არ იძირებოდა, ამიტომ მასში ჩავხტი".
მეთევზის თქმით, მან არც ცურვა იცოდა და იმისიც ეშინოდა, თავს ზვიგენი არ დასხმოდა.
"ზვიგენები მაცივრის გარშემო დაცურავდნენ, მაგრამ გამეცალნენ", — ჰყვება როდრიგესი, — "არც კი მეძინა, მზის ამოსვლას და ჩასვლას ვუყურებდი და ღმერთს ვევედრებოდი, ვინმე გამოეგზავნა ჩემს გადასარჩენად".
თუმცა, გადარჩენის ნაცვლად სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა — წყალი მაცივარშიც შეიპარა, ამიტომ მეთევზე ხელით ცდილობდა მის გადაქცევას.
როგორც ადგილობრივი გამოცემები იუწყებიან, როდრიგესი მთელი ამ ხნის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე გადარჩა. როგორც წესი, ადამიანი წყლის გარეშე 3 დღეზე მეტხანს ვერ ძლებს, თუმცა, მსოფლიო რეკორდი 18 დღეა.
ამის მიუხედავად, ცხადია, შემთხვევის შედეგად კაცი გამოიფიტა — ეს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოშიც ჩანს, სადაც ასახულია, როგორ გადაარჩინეს იგი სხვა მეთევზეებმა.
"ჩემს შვილებსა და ცოლზე ვფიქრობდი", — ჰყვება კაცი იმაზე პასუხად, თუ როგორ გაუძლო თავსდატეხილ უბედურებას, — "ყოველდღე ვფიქრობდი დედაჩემსა და მამაჩემზეც, ჩემს ოჯახზე. ეს ძალასა და იმედს მმატებდა".
მეთევზე გადარჩენის მომენტსაც იხსენებს და ამბობს, რომ მხედველობის გაუარესების გამო ძლივს შენიშნა, როგორ მოცურდა მის მაცივართან ნავი.
თითქოს გადატანილი არ კმაროდაო, როდრიგესი სურინამში საპატიმროში აღმოჩნდა რამდენიმე დღით, რადგან თან არანაირი საბუთი არ ახლდა. თუმცა, მეთევზე, საბოლოოდ, სამშობლოს დაუბრუნდა.
"ის მაცივარი ჩემთვის ღმერთი იყო. ერთადერთი, რაც მებადა, სწორედ მაცივარი გახლდათ, სასწაულია", — ამატებს როდრიგესი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები