Bang & Olufsen წარმოგიდგენთ ახალ უკაბელო ყურსასმენებს Beoplay EX ხმაურის აქტიური დახშობით
ფოტო: BANG & OLUFSEN
ბაზარზე ბევრი უსადენო ყურსასმენია, მაგრამ მათ შორის ცოტაა ისეთი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კატეგორიის მომხმარებელთა მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. კატეგორიები კი მრავალფეროვანია — მორბენალები, ისინი, ვინც ხარისხიან ტექნიკას ეძებენ, პრეტენზიული აუდიოფილები...
სწორედ ეს გამოწვევა მიიღო Bang & Olufsen-მა, რომელმაც ამ გაზაფხულზე გამოუშვა ახალი Beoplay EX კომპაქტური ყურსასმენები ხმაურის აქტიური დახშობით და 9.2 მმ დრაივერებით.
ამ სტატიიდან კი გაიგებთ, როგორია ეს ყურსასმენი ყოველდღიურ გამოყენებაში.
ფოტო: Bang & Olufsen
დანიურმა კომპანია Bang & Olufsen-მა საქმიანობა თითქმის ერთი საუკუნის წინ რადიომიმღების განვითარებით დაიწყო და დღეს აუდიოვიზუალური მოწყობილობების მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ტრენდსტერია. ბრენდმა თავისი რეპუტაცია არა მხოლოდ პროდუქციის ხარისხით, არამედ დახვეწილი დიზაინით განიმტკიცა, რის გამოც მისი თანამედროვე დინამიკები და ყურსასმენები სახლის ელეგანტური დეკორის ნაწილიც კია.
კომპანია ამდენი წლის განმავლობაში ვერ დარჩებოდა ბაზრის სათავეში, დროის მოთხოვნებთან ადაპტაცია რომ არ შეძლებოდა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ბრენდმა ბაზარზე ახალი უსადენო ყურსასმენი გამოუშვა, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ამჟამად პოპულარულ True Wireless მოწყობილობებთან. განცხადებებისა და სპეციფიკაციების გათვალისწინებით, Beoplay EX ყურსასმენებზე დიდი მოლოდინები შეგვიძლია დავამყაროთ, ასე რომ, ვნახოთ, რამდენად რეალურია ეს დაპირებები.
ნაკრები მოიცავს მომხმარებლის სახელმძღვანელოს, ყურსასმენების სხვადასხვა ზომის თავს, სტანდარტული დამტენის კაბელს (ქეისს ასევე აქვს უსადენო დატენის ფუნქცია) და რაც მთავარია, თავად ყურსასმენებს. პირველი, რასაც დაუყოვნებლივ შეამჩნევთ, არის პროდუქტის ხარისხი. ალუმინის გლუვ კორპუსს, რომელზეც არ რჩება თითის ანაბეჭდები, ყურსასმენები ძალიან მყარად უჭირავს ისე, რომ ძლიერი დარტყმის დროსაც კი არ ამოვარდება. თავად ყურსასმენებს ძალიან მაღალი ხარისხის კონსტრუქცია აქვს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ვარდნას ადვილად გაუძლებს. ყურსასმენებს მეტ ელეგანტურობას სძენს პატარა სენსორული პანელები, რომლებიც ხმის აწევის, დაწევის ან სიმღერების შეცვლის საშუალებას გაძლევთ.
ამ ეტაპზე ისღა დაგვჩენია, ყურსასმენი სმარტფონს დავუკავშიროთ. პირველ რიგში, გადმოვწეროთ ადვილად გამოსაყენებელი აპლიკაცია, რომელიც ავტომატურად განახლდება. საერთო ჯამში, აპლიკაცია დიდი პლუსია. მისი წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ მოსმენის რეჟიმები (სპორტი, პოდკასტი, მგზავრობა), ასევე ხმაურის და გამჭვირვალობის პარამეტრები (მაგ., ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ ისინი 1-დან 3-მდე მასშტაბებზე). განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მარტივი "ექვალაიზერი". მისი წინასწარ დაყენებული პარამეტრები ინტუიციურია (ბასის გაძლიერება, ტრიპლერის გაძლიერება და ა.შ.) და საშუალებას გვაძლევს, მარტივად დავარეგულიროთ ოპციები ჩვენი საჭიროებების მიხედვით ან დავუბრუნდეთ საწყის პარამეტრებს.
ამ ტიპის მრავალი სხვა ექვალაიზერისგან განსხვავებით, ეს ნამდვილად გამოირჩევა ცვლილებებზე რეაგირებით, სლაიდერის ბევრი მოძრაობის გარეშე. სენსორის მუშაობა კარგად არის აღწერილი მომხმარებლის სახელმძღვანელოში და სულ რამდენიმე საათიანი გამოყენების შემდეგ ის თქვენთვის ძალიან ნაცნობი გახდება.
მას შემდეგ რაც ყურსასმენებს სმარტფონს დაუკავშირებთ და დააინსტალირებთ აპლიკაციას, დგება დრო, პირველად შეიგრძნოთ ყურსასმენების ძალა. Beoplay EX მშვენივრად (და მყარად!) ზის ყურებში და სიჩუმეშიც კი ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს რაღაც "ბუშტში" ხართ. უფრო სწორედ, ხმის ჩამწერ სტუდიაში, რომელსაც შესანიშნავსი აკუსტიკა აქვს.
მუსიკა იწყება და იწყება მაგიაც.
ფოტო: Bang & Olufsen
ასეთი ხმისა და სიმძლავრის ყურსასმენების იგნორირება შეუძლებელია.
9.2 მმ დრაივერები, რომლებსაც Bang & Olufsen პირველად იყენებს ამ ტიპის ყურსასმენებში, ნამდვილად განსხვავებულია წინამორბედებისგან. ხმის ხარისხი შესანიშნავია, მიუხედავად იმისა, ვუსმენთ მძიმე მეტალს, რეპს, ელექტრონულ თუ კლასიკურ მუსიკას. ბასი ძლიერია, მაგრამ არა გადაჭარბებული, ხოლო ზედა სიხშირეები ძალიან დაბალანსებულია. ბგერების ყველა ასპექტი და დეტალი სრულყოფილ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. უფრო მეტიც, ხმაურის აქტიური დახშობის წყალობით, რომელიც "ბუშტში" სრული ჩაძირვისა და "შემოსაზღვრის" შეგრძნებას გაძლევთ, მუსიკის ყველა ელემენტს გაიგონებთ, თუნდაც ის სადმე შორს იყოს ის დამალული.
არანაკლებ სასიამოვნოა ამ ყურსასმენებში პოდკასტებისა და საუბრების მოსმენა (აპლიკაციას აქვს სპეციალური პოდკასტის რეჟიმი). ამ ტიპის აუდიოფაილების მოსმენისას ადამიანი ნამდვილად გრძნობს თავს, თითქოს სტუდიაში ან რადიოშია, თითქოს ჩანაწერის ნაწილია. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო დასაფასებელია ხმაურის აქტიური შემცირების ფუნქცია. იგი ჭურჭლის რეცხვისას ან ძლიერი წვიმის დროსაც კი ახშობს ხმაურს და ოდნავადაც არ არღვევს ყურსასმენებიდან წამოსულ ხმას.
მეორე მხრივ, ყურსასმენები საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოთ გამჭვირვალობის ფუნქცია, თუ არ გსურთ მთლიანად მოწყდეთ გარესამყაროს ხმებს. შეფასებებში ამბობენ, რომ პოდკასტის მოსმენისას ხმაურის შემცირების რეჟიმიდან გამჭვირვალობის რეჟიმზე გადასვლისას, მაშინვე იგრძნეს მოძრავი ტრანსპორტის ხმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ქალაქში ყურსასმენებით მოძრაობთ.
თუ ერთ-ერთ ყურსასმენს ყურიდან გამოიძრობთ, დაკვრა მაშინვე შეწყდება, რაც ბატარეას დაზოგავს, ხოლო როგორც კი დააბრუნებთ, ყურსასმენი ხელახლა ჩაირთვება. საინტერესოა, რომ მეორე ყურსასმენი, რომელიც ყურებში რჩება, გადადის ორ არხზე, ასე რომ, თუ მხოლოდ ერთს გამოვიყენებთ, მაინც შეგვიძლია, სტერეო ხმის იმედი გვქონდეს.
ფოტო: Bang & Olufsen
Beoplay EX არის ყურსასმენი, რომელიც ზედგამოჭრილია არა მხოლოდ მუსიკის მოსასმენად, არამედ კომფორტული სატელეფონო ზარებისა და ვარჯიშისთვის. თანამოსაუბრის ხმა ძალიან კარგად ისმის როდესაც ვრეკავთ ან ვიღებთ ზარს. აპლიკაციის ზარის პარამეტრებში, ხმაურის შემცირების გარდა, შეგვიძლია ვიპოვოთ ოფცია "ჩემი ხმა", რომელიც არეგულირებს ჩვენს ხმას ფონური ბგერების გაფილტვრით. ეს კარგად მუშაობს ხმაურიან საჯარო ადგილებში საუბრისას, რისი წყალობითაც აღარ გვწევს ხმამაღლა საუბარი, რათა ჩვენმა თანამოსაუბრემ კარგად მოგვისმინოს. თუმცა ხმაურის ჩახშობის ფუნქცია უკეთესად მუშაობს დაბალი სიხშირის გარე ხმების შემთხვევაში.
ANC ასევე კარგად მუშაობს სირბილისა და ვარჯიშის დროს. ყურსასმენები ისე კარგად ჯდება ყურებში, რომ, ფაქტობრივად, უკიდურესად არაორდინალური აკრობატული ილეთების გამოყენება გვჭირდება, რომ გამოძვრეს. და IP57 წყალგაუმტარი სტანდარტის წყალობით, სირბილის დროს ოფლიანობის ან წვიმის არასდროს შეგეშინდებათ.
Bang & Olufsen Beoplay EX ყურსასმენები რამდენიმე თვალსაზრისით მიგიზიდავთ — ხმა, კონსტრუქციის ხარისხი, მოსახერხებელი კავშირი და გამოყენების სიმარტივე. ადვილად იგრძნობთ, რომ პრემიუმ პროდუქტთან გაქვთ საქმე, მაგრამ ამ გამოცდილებას განაპირობებს არა ფასი ან მწარმოებლის რეპუტაცია, არამედ პროდუქტთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება. დიდი უპირატესობაა ყურსასმენებისთვის შექმნილი აპლიკაცია და მისი პარამეტრები, სწრაფი Bluetooth 5.2 კავშირი (ორ მოწყობილობამდე ერთდროულად), ეფექტური ბატარეა, რომელიც უზრუნველყოფს 6-8 საათიან გამოყენებას და ძალიან ელეგანტური დიზაინი. ყველაზე შთამბეჭდავი კი ხმის სიძლიერე და სიზუსტეა. ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან სპორტით დაკავებული ან ბევრ ზარს ახორციელებენ სამსახურში, ამ ყურსასმენებს აუცილებლად დაუმეგობრდებიან. ამასთან, ყურსასმენები შესანიშნავი ყოველდღიური კომპანიონი იქნება მუსიკის მოყვარულებისთვის — ეს მათ ძალიან მოეწონებათ.
მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები