სალომე ზურაბიშვილი

6 Sep. 2022, 15:38

რუსეთი აღარ არის უძლეველი და როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი უძლეველობის პრეტენზია, ის დასრულდა, როცა უფრო პატარა, მაგრამ ბევრად უფრო მტკიცე ერმა მსოფლიოს აჩვენა, რომ წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია, რომ ის არ ეთანხმება ოკუპაციას, არ ეთანხმება მის ტერიტორიებზე შეჭრას და ამ წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ მას შეუძლია უფრო ძლიერის, უფრო დიდის, უკეთ აღჭურვილს (როგორც ეს გვეგონა და შეიძლება არც ეს იყო სიმართლე) დაძლევა.

რუსეთს მოუწია აღმოეჩინა, რომ მას არამხოლოდ არ შეუძლია რომ ნატოს გაფართოებას შეეწინააღმდეგოს, არამედ ის ამ პროცესს (ნატოს გაფართოებას) ასაზრდოებს. ეს ისაა, რასაც შვედეთისა და ფინეთის შემთხვევებში ვხედავთ, რასაც ბევრი ჩვენგანი (თუნდაც ჩვენ სპეციალისტები და სტრატეგები ვიყოთ) არ ელოდა.

განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში საერთაშორისო კონფერენციის დიდება უკრაინას მონაწილეებს
უმასპინძლა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…