საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა — რა გავიგეთ
ფოტო: ოლივერ ვარჰეი / Twitter
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა ბრიუსელში გუშინ, 6 სექტემბერს გაიმართა. სხდომას თანა-თავმჯდომარეობდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს ერთ-ერთი პირველი ოფიციალური დონის შეხვედრაა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ვერ მიიღო.
- 17 ივნისს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, 12 პირობა და ამ პირობების შესასრულებლად ვადა მისცეს.
რა წერია ასოცირების საბჭოს ერთობლივ განცხადებაში: აღნიშნულია, რომ მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი შესრულდება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები.
- ასოცირების საბჭოს განცხადებით, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ რეფორმების გატარებას და ბევრ დარგში საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას, თუმცა ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით.
- ამასთან, საუბრობენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათაშორისი კონსულტაციების პროცესზე.
- განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფას.
- "ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები".
გარდა ამისა, ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ EU-მ მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.
- ასევე მოუწოდა კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენდერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.
- "ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს".
- ევროკავშირმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციებისთვის.
სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა, ევროკომისრის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრეს.
- ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე.
- "თქვენ მარტონი არა ხართ, ევროკავშირი და ყველა ევროპული ინსტიტუტი თქვენთან არის, თქვენს დასახმარებლად არის მზად", — ამბობს ბორელი.
ინკლუზიური პროცესი პრიორიტეტების შესასრულებლად: ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ.
- ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია — "ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად".
- პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა თქვა, რომ პარტიების ნაწილი არ მონაწილეობს ევროკავშირის მიერ გაცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში.
- მაშინ როდესაც სამუშაო პარლამენტში ერთ-ერთ სამუშაო ჯგუფში ISFED არ დაუშვეს, პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრი ამტკიცებდა, რომ მზად არიან ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმუშაონ.
შეფასებები საქართველოში: ქართულ ოცნებაში გარკვეულწილად გაიმეორეს ის, რაც თქვა პრემიერმინისტრმა, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ინკლუზიურობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
- ოცნების დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია, იყო პარლამენტის წევრი და მონაწილეობას არ იღებდე პარლამენტში წარმართულ პროცესებში.
- ანრი ოხანაშვილი კი თანაბარ პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში.
- სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატი, თეონა აქუბარდია ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი თქმით, ბრიუსელში მკაფიო გზავნილი მიიღო პრემიერმა, როდესაც მოისმინა, რომ კანდიდატის სტატუსი არაა დამოკიდებული არც გეოგრაფიაზე, არც ომში ჩართვაზე, არამედ, დამსახურებაზე.
- ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით კი, პოლარიზაცია ევროკავშირის მხარდამჭერ საქართველოს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორისაა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა რეფორმას დაუჭერენ მხარს, რომელიც 12 პუნქტის შესრულებას შეეხება.
- კიდევ ერთი ოპოზიციონერი თამარ კორძაია ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფები ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რისთვისაც შექმნა "ქართულმა ოცნებამ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები