CBS International Business School განათლების საერთაშორისო გამოფენაზე
განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
გამოფენის ერთ-ერთი მონაწილის CBS International Business School-ის (სი ბი ეს საერთაშორისო ბიზნესის სკოლა) წარმომადგენელი შარლოტ კრამერი 2020 წლის თებერვალში ასევე იმყოფებოდა ვიზიტით თბილისში. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა ქართული საგანმანათლებლო სივრცის უკეთესად შესწავლა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიონ ისეთი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ მათ პროგრამას და ახალ სიტყვას იტყვიან ბიზნეს სამყაროში.
CBS საერთაშორისო ბიზნეს სკოლა 1993 წელს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში დაარსდა და გამოირჩევა ინგლისურენოვანი პროგრამების ფართო არჩევანით ბიზნესის სფეროში. იგი გამოყენებითი მეცნიერებების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია გერმანიაში, რომლის სლოგანია "თქვენი კარიერა ჩვენი ამოცანა". მისი კამპუსები გერმანიის ულამაზეს ქალაქებში, კიოლნში, მაინცსა და პოტსდამში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს 75 ეროვნების დაახლოებით 1900-მდე სტუდენტი სწავლობს. CBS პარტნიორული ურთიერთობები აქვს 120-ზე მეტ სხვა უნივერსიტეტთან და მრავალ კომპანიასთან.
უნივერსიტეტი აპლიკანტების საბაზისო მოსამზადებელ ე.წ. Foundation პროგრამასაც სთავაზობს. პროგრამის ხანგრძლივობა 1 წელია. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია, ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში — 2. გამონაკლისია საერთაშორისო MBA-ს დაჩქარებული პროგრამა, რომელიც 1 წელი გრძელდება.
საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, როგორც კერძო უნივერსიტეტი, აკრედიტებულია სახელმწიფო დონეზე Wissenschaftsrat-ისა (German Science Council) და the North Rhine-Westphalian Ministry of Science-ის მიერ. გარდა ამისა, პროგრამები აკრედიტებულია FIBAA-ს მიერ (Foundation for International Business Administration Accreditation) German Accreditation Council-ს სახელით და ასევე International Accreditation Council for Business Education (IACBE)-ს მიერ.
შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამებია:
- ფინანსები და მართვა;
- ბიზნეს ფსიქოლოგია;
- საერთაშორისო ბიზნესი;
- საერთაშორისო ტურიზმი.
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:
- ბიზნეს ფსიქოლოგია;
- ციფრული მარკეტინგი;
- საერთაშორისო ბიზნესი;
- გლობალური ფინანსები.
სწავლის საფასური მოსამზადებელ პროგრამაზე არის 10500 ევრო. საბაკალავრო პროგრამებზე ფასი 13800 ევროდან 14500 ევრომდე მერყეობს წელიწადში, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე — 14500 ევროდან 23000 ევრომდე წელიწადში.
დაფინანსების კუთხით CBS ხელმისაწვდომს ხდის არა ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალი სტუდენტებისათვის დამატებით დაფინანსებას, რაზეც წინასწარ უნდა მიმართოთ უნივერსიტეტს ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი დაფინანსებების შესახებ. აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ ერთჯერად 3000 ევროიან თანადაფინანსებაზე.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 8 ოქტომბერს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კომპანიის QS (Quacquarelli Symonds) საუნივერსიტეტო განაცხადების პლატფორმა QS Student Apply. თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები