LOTR-ის ვარსკვლავებმა ბეჭდების მბრძანებლის სერიალის კრიტიკას ორიგინალურად უპასუხეს
ფოტო: elijahwood / Twitter
ბეჭდების მბრძანებლის ფილმების ტრილოგიის ვარსკვლავები Amazon-ის გადაღებული სერიალის, ძალაუფლების ბეჭდების, კრიტიკას გამოეხმაურნენ. ელაიჯა ვუდმა, რომელმაც პიტერ ჯექსონის 20 წელზე მეტი ხნის წინ გამოსულ ფილმებში ჰობიტ ფროდო აბგელის როლი განასახიერა, ტვიტერზე ცოტა ხნის წინ ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე იგი ტრილოგიის სხვა მსახიობებთან — დომინიკ მონაჰენთან და ბილი ბოიდთან — ერთად ჩანს. სამივე მათგანის მაისურზე ჯადოსნური არსებების სხვადასხვა ფერის ყურებია გამოსახული.
"შენ აქ გულთბილად მიგიღებთ", — წერს ვუდი პოსტის აღწერაში.
მოგვიანებით, იმავე აღწერითა და მსგავსი ილუსტრაციით გაფორმებული ქუდით ფოტო გამოაქვეყნა ბეჭდების მბრძანებლის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა, შონ ესტინმაც.
სხვათა შორის, "გულთბილად მიგიღებთ" მაისურებსა და ქუდზე ელფურ ენაზეც წერია.
რაც შეეხება ძალაუფლების ბეჭდების კრიტიკას — სერიალმა ეს დიდწილად მსახიობების შერჩევის გამო დაიმსახურა. მაყურებელთა ნაწილმა მრავალფეროვანი სამსახიობო გუნდი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ეს ორიგინალურ ნაწარმოებთან შეუსაბამოა.
აღსანიშნავია, რომ ძალაუფლების ბეჭდებში მოქმედება ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგიამდე ათასობით წლით ადრე, შუახმელეთის მეორე ეპოქაში ვითარდება, შესაბამისად, ნაცნობ არსებებთან ერთად ახალ სახეებსაც ვეცნობით. თუმცა, ნაცნობი სახეებიც — მათ შორის, ჰობიტები — განსხვავებულად არიან წარმოჩენილები.
სერიალის კრიტიკოსებს შორის იყო მილიარდერი ილონ მასკი, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ "ტოლკინი საფლავში ბრუნავს".
თუმცა, ძალაუფლების ბეჭდები ბევრმა დაიცვა. მაგალითად — მსოფლიოში აღიარებულმა ფენტეზი მწერალმა, ნილ გეიმანმა, რომელიც, ამავდროულად, ტოლკინისტიცაა. გეიმანმა პირდაპირ განაცხადა, რომ ვისაც სერიალის სამსახიობო გუნდთან დაკავშირებული პრეტენზია ჰქონდა, "ან რასისტია, ან ტოლკინი არ წაუკითხავს".
ძალაუფლების ბეჭდები კი უსაფუძვლო კრიტიკას ნამდვილად არ დაუბრკოლებია, რომ რეკორდები მოეხსნა. სერიალის საპრემიერო ეპიზოდები 25-მა მილიონმა ადამიანმა ნახა. პროექტმა კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა — მაგალითად, Rotten Tomatoes-ზე სერიალი 84-მა პროცენტმა დადებითად შეაფასა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები