USAID-ის კრიტიკული დოკუმენტი — რა გავიგეთ
ფოტო: ქართული ოცნება
აშშ-ის განავითარების სააგენტომ (USAID) გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელად დეკლეპტოკრატიის სახელმძღვანელო — შესაძლებლობათა ფანჯარა კლეპტოკრატიის დასანგრევად.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ცნობილია, რომ კლეპტოკრატიული რეჟიმები კორუფციას იყენებენ, როგორც კონტროლის მექანიზმს, ამ ანგარიშში, კი მასთან ბრძოლის გზებია განხილული.
- 80-გვერდიან კრიტიკულ დოკუმენტში საუბარია საქართველოზეც — ვარდების რევოლუციაზე, მის შემდგომ პერიოდსა და ქართული ოცნების მმართველობაზე.
- ავტორების თქმით, ეს სახელმძღვანელოა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც "მწვავე კორუფციაში" გახვეულ ქვეყნებში მუშაობენ და ვისი "მამაცი მოქალაქეებიც რეფორმებისთვის შესაძლებლობების ფანჯრებს ხსნიან".
ენმ-ის რეფორმები: ეს საკითხი დოკუმენტის იმ ქვეთავში მოხვდა, რომელშიც, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კლეპტოკრატიის აღმოსაფხვრელად გატარებულ რეფორმებს განიხილავენ.
- წერენ, რომ 2004-დან 2012 წლამდე საქართველომ საჯარო სექტორში შორსმიმავალი რეფორმები გაატარა — შეიმუშავა საგადასახადო კანონმდებლობა, გააუმჯობესა საჯარო სერვისები.
- აღნიშნულია, რომ აპატიმრებდნენ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს, უკვე 2005 წლისთვის კი მექრთამეობა 80%-ით იყო შემცირებული.
- მოგვიანებით, უფრო ვრცლად წერია ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდზე და ნათქვამია, რომ სახელმწიფომ პოლიციის რეფორმა, აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაცია, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება შეძლო.
ანგარიშის თანახმად, უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია და საქართველოს ვარდების რევოლუცია მას შემდეგ დასრულდა, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ოლიგარქებმა პრორუსი კანდიდატები დააფინანსეს, რომლებიც პრეზიდენტები გახდნენ.
ქართული ოცნების მმართველობა: მათი თქმით, დეკლეპტოკრატიზაციის პროცესში მუდმივად არსებობს უკან დახევის რისკი — ამის მაგალითად კი საქართველოში 2012 წლიდან განვითარებული მოვლენები მოჰყავთ.
- ანგარიშის ავტორები პოლიტიკური ანალიზის მუდმივ საჭიროებას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ ეს აუცილებელია, როგორც შესაძლებლობების ფანჯრის გახსნამდე, ასევე, მისი გახსნისას და შემდგომ პერიოდშიც.
- მათი თქმით, პარტნიორი ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიში შესაძლებლობების დახურული ფანჯრის ანალიზის ერთ-ერთი მაგალითია — იქ განხილულია კორუმპირებული თანამდებობის პირების დაუსჯელობა, რუსეთზე საქართველოს ეკონომიკურ დამოკიდებულება და რუსეთში ოლიგარქის საიდუმლო საქმიანობა.
- აქედან გამომდინარე, დოკუმენტშია ნათქვამია — ბოლო ათწლეულში გამოჩნდა, რომ საქართველოს უმდიდრესმა ოლიგარქმა სახელმწიფო მიიტაცა.
დოკუმენტის მიხედვით, შესაძლებლობების ფანჯრის დახურვის შემდგომი შეფასებები უნდა დაეხმაროს აშშ-ის მთავრობას, რეფორმების მიღწევების დაცვასა და რეჟიმისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაში.
- "ასეთ ინსტრუმენტებს შორის, შესაძლოა, იყოს ყველაზე კორუმპირებული მთავრობებისთვის დახმარების შემცირება, უფრო ძლიერი საჯარო დიპლომატია და უფრო მაღალი დონის კორუმპირებული თანამდებობის პირებისთვის სანქციების დაკისრება".
ოპოზიციის გამოხმაურება: ენმ-ის წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, დოკუმენტში გამოყენებული ტერმინოლოგია კონკრეტული დიაგნოზია, რომელსაც სახელები, გვარები და სანქციების სია მოჰყვება, შესაბამისად, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ.
- ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სანქცირების თემა უკვე დღის წესრიგშია და დროის საკითხია, თუ როდის, რა ფორმით და პირთა რომელი წრის მიმართ იქნება ის გამოყენებული.
რას ამბობს მმართველი გუნდი: პარტიის თავმჯდომარემ კრიტიკა საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორისადმი მიმართა და განაცხადა: "როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს ასეთი ფრაზები გაგეპარება".
- ამ აზრს იზიარებს ირაკლი ზარქუაც — ამტკიცებს, თითქოს USAID არასწორ "გიგაურის დასკვნებს" ეყრდნობა და შეცდომაშია შეყვანილი.
- ზარქუამ მოუწოდა, კელი დეგნანს, მეტი ღიაობა შეიტანოს პროცესში, რადგან, შემდეგ "გაუჭირდებათ ხალხი დაარწმუნონ, რომ აშშ არის ქვეყანა, რომელიც სიმართლეს ემსახურება".
- ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ დოკუმენტი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, ტყუილია და ბინძურ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
- "მე არ ვიცი, ეს რა ჯგუფია, რა სამუშაო ჯგუფია, გინდა USAID-ის იყოს და გინდა მარსის", — განაცხადა ქადაგიშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები