კიბერთაღლითებს ახალი სქემა აქვთ — აი, რა უნდა იცოდე, თუ Mymarket-ის მომხმარებელი ხარ
ონლაინ შოპინგი ნებისმიერი ადამიანისთვის მოსახერხებელია. ასე სასურველი ნივთის შეძენა სწრაფად, მარტივად და სახლიდან გაუსვლელად შეგვიძლია, შენაძენი კი პირდაპირ სახლის კარამდე მოაქვთ, მაგრამ კიბერთაღლითების სატყუარაზე წამოგების რისკები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ონლაინ სივრცეში მაქსიმალურად ფრთხილად ვიყოთ.
Mymarket ონლაინ ვაჭრობის ყველაზე დიდი ქართული პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს ახალი თუ მეორადი ნივთების ყიდვისა და გაყიდვის შესაძლებლობას სთავაზობს. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ კიბერთაღლითები პლატფორმის მომხმარებლების მოტყუებას მიმზიდველი შეთავაზებებით ცდილობენ.
Mymarket დაცული პლატფორმაა, რომელზე ვაჭრობაც უსაფრთხოდ შეგიძლიათ, მაგრამ აუცილებლად უნდა გაიგოთ ფიშინგის ახალი, შეფარული მეთოდების შესახებ და გაითვალისწინოთ რჩევები, რომლებიც ონლაინ სივრცეში დაგაზღვევთ.
რა მეთოდს იყენებენ კიბერთაღლითები Mymarket-ის მომხმარებლების სატყუარაზე წამოსაგებად
Mymarket-ის დახმარებით მომხმარებლებს დამატებითი ფულის გამომუშავება მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ, ამიტომ კიბერთაღლითებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც ინიღბებიან და სარგებლის მიღებას ცდილობენ.
თაღლითები უკავშირდებიან მომხმარებელს, რომელსაც ვებგვერდზე გასაყიდი ნივთი აქვს განთავსებული, უგზავნიან ლინკს და ატყუებენ, რომ აღნიშნულ ბმულზე გადასვლა თანხის ჩარიცხვისა და მიტანის სერვისით სარგებლობისთვის არის საჭირო. ლინკზე გადასვლის შემდეგ, მომხმარებელი ხედავს ველს — თანხის მიღება — რომელზე გადასვლის შემდეგ ბანკის არჩევასა და ანგარიშის ნომრის მითითებას ითხოვენ, გადახდის სქემას ფიშერებმა კიდევ ერთი ფანჯარა დაამატეს, რომელიც იუზერნეიმსა და პაროლს ითხოვს — ეს ის სახიფათო ნაბიჯია, რომელიც თქვენს ფინანსებს საფრთხეს უქმნის, ამიტომ აღნიშნულის მოთხოვნის შემთხვევაში ოპერაცია აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ.
თუ Mymarket-ის მომხმარებელი ხართ, ნივთის გაყიდვა ან ყიდვა გინდათ და პლატფორმის სახელით შეტყობინებას მიიღებთ, რომლითაც ლინკზე გადასვლას ან სპეციალური ფორმის შევსებას გთხოვენ, სატყუარაზე არ წამოეგოთ და გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც უსაფრთხო ვაჭრობის გარანტია.
როგორ ვივაჭროთ Mymarket-ზე უსაფრთხოდ
ყველაფერი იმის იდენტიფიცირებით იწყება, სანდო ვებგვერდს ვიყენებთ თუ — არა.
ვებგვერდის მისამართის ველისთვის ყურადღების მიქცევა უსაფრთხოდ ვაჭრობის, თუნდაც, უბრალოდ ონლაინ სივრცეში გადაადგილების პირველი საფეხურია: მისამართი https:// პრეფიქსით უნდა იწყებოდეს, რომლის მარცხნივ აუცილებლად ბოქლომის გამოსახულება უნდა იყოს.
როდესაც ვებგვერდის მისამართს გადაამოწმებთ და მის სანდოობაში დარწმუნდებით, ონლაინ თავდაცვის პირველი საფეხური უკვე გავლილი გექნებათ, თუმცა აუცილებელია დამატებითი ზომების მიღებაც.
ისარგებლეთ მხოლოდ ვებგვერდით — არ გადახვიდეთ პლატფორმის ჩატში მიღებულ ლინკზე, არ ენდოთ ტელეფონის ნომერზე გამოგზავნილ შეტყობინებებს თუ ელექტრონული ფოსტით მიღებულ გზავნილს. Mymarket-ზე ვაჭრობა ბევრად მარტივია და ამისთვის ვებგვერდის დატოვება და დამატებითი ოპერაციის განხორციელება არ გიწევთ.
პლატფორმა თქვენს მონაცემებს საგულდაგულოდ იცავს და თუ ნივთს ყიდით, ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გასაყიდი ნივთის საფასურის მისაღებად სხვას უნდა გაუზიაროთ, საბანკო ანგარიშის ნომერია.
თუ სტატიაში ჩამოთვლილ უსაფრთხოების წესებს გაითვალისწინებთ Mymarket-ზე და სხვა ონლაინ მაღაზიებში უსაფრთხოდ და კომფორტულად ვაჭრობას შეძლებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები